სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: ინგლისის 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

თარიღი: 2017 ივლისი 17


19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისმა 2:1 დაამარცხა პორტუგალია და ამ ასაკში პირველად მოიპოვა კონტინენტის უძლიერესი გუნდის ტიტული. თავის მხრივ პორტუგალია, რომელმაც ინგლისის დარად მესამედ ითამაშა ფინალში, კვლავ მეორე ადგილზე დარჩა.

1:0, 1:1, 2:1 - ასეთი თანმიმდევრობით გავიდა გოლები გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართული ფინალის მეორე ტაიმში. საგულისხმოა, რომ ყველა ბურთი ბრიტანელებმა შეაგდეს: ისა სულიმანმა 50-ე წუთზე თავური დარტყმით გახსნა ანგარიში; 56-ე წუთზე ინგლისელთა ახოვანმა მცველმა დუჟონ სტერლინგმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი; 68-ე წუთზე კი ლუკას ნმეჩამ, მეისონ მონტის დროული პასის შემდეგ, აუღელვებლად გადაგზავნა ბურთი პორტუგალიელთა კარში. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ინგლისელთა მეათე ნომერი - მეისონ მონტი - ფინალში უდავოდ გამორჩეული იყო, გონივრულად წარმართავდა თამაშს და არც მწვავე პასები უჭირდა. სულიმანის პირველი გოლი სწორედ მონტის მიერ კარგად შესრულებულ საჯარიმო დარტყმას მოჰყვა - ბურთი ძელმა აისხლიტა, სულიმანმა კი დასწრებაზე ითამაშა.

„ინგლისს გამარჯვებას ვულოცავ, ნამდვილად სიმპათიური გუნდი იყო... სამწუხაროა, რომ წავაგეთ, ამის მიზეზად კი საგოლე მომენტების რეალიზაციის ძალიან დაბალი მაჩვენებელი მიმაჩნია... მსურს მადლობა გადავუხადო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას - საქართველოს. ყველაფერი ჩინებული იყო და ამისთვის მადლობლები ვართ", - განაცხადა პორტუგალიის ნაკრების თავკაცმა ელიო სოუზამ, რომელმაც შარშან ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო.

„საწყის წუთებში მეტოქე გვჯობდა, თუმცა თამაშის გამოსწორება შევძელით და ამისთვის ბიჭების მადლობელი ვარ. შესვენებაზე გუნდს ვუთხარი, რომ სანერვიულო არაფერი გვქონდა - უნდა დამშვიდებულიყვნენ და თამაში ისე გაეგრძელებინათ. მიხარია, რომ ევროპის ჩემპიონატი მოვიგეთ - ჯგუფშიც, ნახევარფინალშიც და ფინალშიც ურთულეს მატჩებში გავიმარჯვეთ და ეს ძალიან მახარებს. ჩვენი გუნდის ექვსი წევრი 17 წლისაა და დარწმუნებული ვარ, ისინი ახლო მომავალში კიდევ ბევრ წარმატებას იზეიმებენ", - ინგლისის ნაკრების თავკაცი კიტ დაუნინგი გახარებული გახლდათ.

„ვულოცავ ინგლისის ნაკრებს, ამ გუნდმა ღირსეულად მოიგო ევროპის ჩემპიონის ტიტული! ასევე მსურს მთელ საქართველოს მივულოცო ამ დონის საფეხბურთო ტურნირის მასპინძლობა! გრძელვადიანი შეჯიბრების მიღებას თავის სირთულეები ახლავს, მაგრამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ საქართველომ ეს გამოწვევა უმაღლეს დონეზე ჩააბარა, რასაც უეფას წარმომადგენელთა შეფასებაც ადასტურებს. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაში იყო ჩართული", - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ გახარებული იყო.

15 ივლისი, 2017. ევრო 2017 - ფინალი. გორი, თენგიზ ბურჯანაძე. 4100
ინგლისი 2:1 პორტუგალია
გოლები:
1:0 ისა სულიმანი (50), 1:1 დუჟონ სტერლინგი (56, სკ), 2:1 ლუკას ნმეჩა (68)
ინგლისი: აარონ რამსდეილი, დუჟონ სტერლინგი, ჯეი დასილვა (კაპ), ტაიო ედუნი, ისა სულიმანი, ისააკ ბაკლი-რიკეტსი (მარკუს ედვარდსი 84), ანდრე დოზელი (პელენდა და სილვა 77), მეისონ მონტი, რაიან სესენონი, ლუკას ნმეჩა (ბენ ბრერეტონი 73), დარნელ ჯონსონი
მწვრთნელი: კიტ დაუნინგი
პორტუგალია: დიოგო კოშტა, დიოგო დალოტი, დიოგო კეირუში, აბდუ კონტე (მადი კეიტა 78), რუი პირესი (კაპ), ჟოაო ფელიპე (რაფაელ ლეაო 56), ჟედსონ ფერნანდეში, მესაკე ჟუ (მიგელ ლუიში 75), რუი პედრუ, ჟოაო კეირუში, კინა
მწვრთნელი: ელიო სოუზა
გაფრთხილება: ტაიო ედუნი, რუი პირეში, ტაიო ედუნი, აარონ რამსდეილი
გაძევება: ტაიო ედუნი (86)
მსაჯები: სრდან იოვანოვიჩი (სერბეთი); იური ხომჩენკო (ბელარუსი), ტიბო ნიისენი (ბელგია)

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 19
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია VTB ბანკთან და ლუდი „აისთან" ერთად წარმოგიდგენთ საქველმოქმედო მატჩს „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის".
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა ფლეი ოფის პირველ მატჩში რუმინეთში ფრედ 2:2 ითამაშა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 12
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები დღეს საღამოს ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის პირველ მატჩს გამართავს
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 01
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი საქართველოს 21-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში ესტუმრა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 22
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17-წლამდელთა ნაკრების წევრებს შეხვდა.