სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: 80 წლის წინ - დინამო 0:2 ბასკეთის ნაკრები (ესპანეთი)

თარიღი: 2017 ივლისი 24


თბილისის დინამოს საერთაშორისო მატჩებისადმი მიძღვნილი წიგნი
(საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია; 2017)

დღეს თბილისის დინამოს ისტორიაში პირველი საერთაშორისო მატჩის 80 წლის იუბილეა: 1937 წლის 24 ივლისს საქართველოს საუკეთესო კლუბმა ბასკეთის ნაკრებს თბილისში, ლავრენტი ბერიას სახელობის დინამოს სტადიონზე უმასპინძლა. ამხანაგური მატჩი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა - 0:2.

ესპანელებმა 1937 წელს საბჭოთა კავშირში იმოგზაურეს და მოსკოვში, კიევში, თბილისსა და სხვა ქალაქებში რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს. ბასკეთის ნაკრების სტუმრობამ საქართველოში უდიდესი ინტერესი გამოიწვია, ამიტომ, დინამოსთან მატჩის შემდეგ მეორე შეხვედრაც გაიმართა - სტუმრებს 27 ივლისს საქართველოს ნაკრებიც გაეჯიბრა. ბასკებმა ის თამაშიც მოიგეს - 3:1.

თბილისის დინამოს საერთაშორისო მატჩების ათვლა 1937 წლის 24 ივლისიდან იწყება. სადღეისოდ დინამოს საერთაშორისო თამაშების რაოდენობა, ევროპის საკლუბო ტურნირების ჩათვლით, 800-ს აღწევს.

ბასკეთის ნაკრების სტუმრობას რამდენიმე წიგნი მიეძღვნა. მათ შორის ბოლო, „ბასკებით დაწყებული ისტორია", რომელიც თბილისის დინამოს საერთაშორისო მატჩებზე მოგვითხრობს, ივნისში გამოიცა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ძალისხმევით.

24 ივლისი, 1937. ამხანაგური. თბილისი, ..ბერიას სახელობის დინამოს სტადიონი 40000
დინამო
0:2 ბასკეთის ნაკრები (ესპანეთი)
გოლები
: 0:1 ისიდრო ლანგარა (35), 0:2 მიხეილ მინაევი (89, სკ)
დინამო: ალექსანდრე დოროხოვი, შოთა შავგულიძე (კაპ), გიორგი ჭუმბურიძე, ვლადიმერ ჯორბენაძე, მიხეილ მინაევი, გრიგოლ გაგუა, თენგიზ გავაშელი, მიხეილ ბერძენიშვილი, ბორის პაიჭაძე, ლუარსაბ ლოლაძე, მიხეილ ასლამაზოვი (ვლადიმერ ბერძენიშვილი 65)
მწვრთნელი: ალექსეი სოკოლოვი
ბასკეთის ნაკრები: გრეგორიო ბლასკო, პაბლო ბარხოსი (პედრუ არესუ 21), სერაფინ აედო, ლეონარდო სილაურენი, ხოსე მუგუერსა, რობერტო ეჩებერია, გილერმო გოროსტისა, პედრო რეგეირო, ისიდრო ლანგარა, ენრიკო ლარინახა, ემილიო ალონსო
მწვრთნელი: პედრო ვალიანო
მსაჯები: ა.შელჩკოვი; მალოჟინსკი, სულტანი (საბჭოთა კავშირი)

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 22
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17-წლამდელთა ნაკრების წევრებს შეხვდა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 21
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინის დედაქალაქ კიევში გამართული საერთაშორისო ტურნირი, ვიქტორ ბანნიკოვის სახელობის თასის XIV გათამაშება მოიგო!
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 18
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა წარმატებით დაიწყო უკრაინის საერთაშორისო ტურნირი. კიევში, ვიკტორ ბანნიკოვის სახელობის თასის XIV გათამაშებაში გიორგი ნემსაძის გუნდმა ზედიზედ დაამარცხა ბელარუსი და უკრაინელი თანატოლები და ფინალში ასპარეზობა გაინაღდა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 18
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უახლოესი ორი ოფიციალური მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ივლისი 17
19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისმა 2:1 დაამარცხა პორტუგალია და ამ ასაკში პირველად მოიპოვა კონტინენტის უძლიერესი გუნდის ტიტული. თავის მხრივ პორტუგალია, რომელმაც ინგლისის დარად მესამედ ითამაშა ფინალში, კვლავ მეორე ადგილზე დარჩა.