სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: ვლადიმირ ვაისმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

თარიღი: 2017 აგვისტო 18


საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უახლოესი ორი ოფიციალური მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

სლოვაკი სპეციალისტი საბოლოო არჩევანს 33 მოთამაშეს შორის გააკეთებს. ამ დროისთვის გაფართოებულ სიაში საქართველოს ეროვნული ლიგის შვიდი ფეხბურთელია. საბოლოოდ რა შემადგენლობით მოემზადება შეხვედრებისთვის ეროვნული ნაკრები, ეს მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

საქართველოს ნაკრები მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს თბილისში 28 აგვისტოდან გეგმავს. მსოფლიოს 2018 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა საქართველოსა და ირლანდიას შორის 2 სექტემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება. 5 სექტემბერს გუნდი ვენაში ავსტრიას დაუპირისპირდება. ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ირლანდიასთან მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი (დინამო თბილისი), როინ კვასხვაძე (ქუთაისის ტორპედო)
მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყახაზეთი), ლევან გეგეჭკორი (დინამო თბილისი), საბა კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია)
ნახევარმცელები: ჯაბა კანკავა, ბუბა დაუშვილი (დიოშდიორი, უნგრეთი), გიორგი ჩაკვეტაძე, ბაქარ ქარდავა (დინამო თბილისი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), თემურ შონია (ბათუმის დინამო), გიორგი მერებაშვილი (პლოცკის ვისლა, პოლონეთი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ეარსქვეიქსი, აშშ), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ირაკლი სიხარულიძე (თბილისის ლოკომოტივი)

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 თებერვალი 15
14 თებერვალს ლაგოდეხის ბაზაზე სფფ აკადემიის კახეთის რეგიონის ფილიალი გაიხსნა. აკადემიაში, რომელსაც ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა, 2003-2004 წელს დაბადებული 40 ბავშვი უკვე ვარჯიშობს. ნოდარ ახალკაცის სახელობის აკადემია მთლიანად კახეთის რეგიონს მოიცავს. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, ფედერაციის ხელმძღვანელებთან და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ზაზა დოლიძესთან ერთად, ქუთაისში ფეხბურთისა და რაგბის ახალი ბაზების მშენებლობა მოინახულა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
28 იანვარს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში, სამეგრელოს რეგიონის საფეხბურთო აკადემიის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 24
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (GFF) აცხადებენ მიღებას ერთობლივ სასერტიფიკატო პროგრამაზე ფეხბურთის მენეჯმენტში.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 28
27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2017-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.