სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: 17-წლამდელთა ნაკრები უკრაინის საერთაშორისო ტურნირის ფინალშია

თარიღი: 2017 აგვისტო 18


საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა წარმატებით დაიწყო უკრაინის საერთაშორისო ტურნირი. კიევში, ვიკტორ ბანნიკოვის სახელობის თასის XIV გათამაშებაში გიორგი ნემსაძის გუნდმა ზედიზედ დაამარცხა ბელარუსი და უკრაინელი თანატოლები და ფინალში ასპარეზობა გაინაღდა.

ხვალ, 19 აგვისტოს, გიორგი ნემსაძის გაწვრთნილი ქართველი ჭაბუკები ჯგუფის მესამე შეხვედრას გამართავენ ესტონელებთან და შედეგის მიუხედავად პირველ ადგილს ოფიციალურად დაიკავებენ. თასისთვის ჯგუფის გამარჯვებული ითამაშებს.

16 აგვისტო, 2017. საერთაშორისო ტურნირი - ვიკტორ ბანნიკოვის სახელობის თასის XIV გათამაშება. უკრაინა, კიევი, იუბილეინი
4:0 ბელარუსი
გოლები:
1:0 ხვიჩა კვარაცხელია (4), 2:0 ზურაბ დავითაშვილი (27), 3:0 შოთა ნონიკაშვილი (46), 4:0 ცოტნე ჩოთალიშვილი (69)
საქართველო: ლუკა ხარშილაძე, ცოტნე კაპანაძე (ჯინო თუდები 41), ივა გელაშვილი (ზურაბ ბაქრაძე 70), ირაკლი აზაროვი (ვახტანგ ჩარკვიანი 54), ანრი მექვაბიშვილი, გიორგი შალიკაშვილი (დავით ლორთქიფანიძე 54), ზურაბ დავითაშვილი (კაპ) (გიორგი ლომთაძე 63), ხვიჩა კვარაცხელია (ცოტნე ბენდიანიშვილი 63), გიორგი გულიაშვილი (ელგუჯა ჯანგველაძე 41), ცოტნე ჩოთალიშვილი, შოთა ნონიკაშვილი
მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე
გაფრთხილება: ცოტნე კაპანაძე, ზურაბ დავითაშვილი, ელგუჯა ჯანგველაძე, ლუკა ხარშილაძე

17 აგვისტო, 2017. საერთაშორისო ტურნირი - ვიკტორ ბანნიკოვის სახელობის თასის XIV გათამაშება. უკრაინა, კიევი, იუბილეინი
3:2 უკრაინა
გოლები:
1:0 ირაკლი აზაროვი (2), 2:0 ვახტანგ ჩარკვიანი (7), 3:1 ზურაბ დავითაშვილი (29, პენ)
საქართველო: ლუკა ხარშილაძე, ცოტნე კაპანაძე (ჯინო თუდები 80), ივა გელაშვილი, შოთა ნონიკაშვილი, ირაკლი აზაროვი, ხვიჩა კვარაცხელია, ცოტნე ჩოთალიშვილი, ზურაბ დავითაშვილი (კაპ), ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი შალიკაშვილი (დავით ლორთქიფანიძე 60), ვახტანგ ჩარკვიანი (გიორგი ლომთაძე 60)
მწვრთნელი:
გიორგი ნემსაძე
გაფრთხილება: ანზორ მექვაბიშვილი

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 თებერვალი 15
14 თებერვალს ლაგოდეხის ბაზაზე სფფ აკადემიის კახეთის რეგიონის ფილიალი გაიხსნა. აკადემიაში, რომელსაც ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა, 2003-2004 წელს დაბადებული 40 ბავშვი უკვე ვარჯიშობს. ნოდარ ახალკაცის სახელობის აკადემია მთლიანად კახეთის რეგიონს მოიცავს. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, ფედერაციის ხელმძღვანელებთან და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ზაზა დოლიძესთან ერთად, ქუთაისში ფეხბურთისა და რაგბის ახალი ბაზების მშენებლობა მოინახულა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
28 იანვარს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში, სამეგრელოს რეგიონის საფეხბურთო აკადემიის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 24
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (GFF) აცხადებენ მიღებას ერთობლივ სასერტიფიკატო პროგრამაზე ფეხბურთის მენეჯმენტში.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 28
27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2017-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.