სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: 17-წლამდელთა ნაკრებმა ვიკტორ ბანნიკოვის თასი მოიგო!

თარიღი: 2017 აგვისტო 21


საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინის დედაქალაქ კიევში გამართული საერთაშორისო ტურნირი, ვიქტორ ბანნიკოვის სახელობის თასის XIV გათამაშება მოიგო!

გიორგი ნემსაძის გაწვრთნილმა გუნდმა გადამწყვეტ მატჩში ისრაელს 4:1 სძლია. ქართველმა 17-წლამდელებმა ეს ტურნირი შარშანაც მოიგეს. საქართველოს ნაკრებმა პირველ ორ ტურში ბელარუსს 4:0, მასპინძელ უკრაინას კი 3:2 სძლია.

ნაკრების მეკარე ლუკა ხარშილაძე ტურნირის საუკეთესო გოლკიპერად დასახელდა, ზურაბ დავითაშვილმა კი 5 გოლით საუკეთესო ბომბარდირის პრიზი მოიგო.

19 აგვისტო, 2017. საერთაშორისო ტურნირი - ვიკტორ ბანნიკოვის სახელობის თასის XIV გათამაშება. უკრაინა, კიევი, იუბილეინი
2:1 ესტონეთი
გოლები:
1:1 ხვიჩა კვარაცხელია (66), 2:1 ზურაბ დავითაშვილი (70)
საქართველო: ლუკა კუტალაძე, ზურაბ ბაქრაძე, შოთა ნონიკაშვილი, ელგუჯა ჯანგველაძე (გიორგი გულიაშვილი 66), ზურაბ ჭავჭანიძე (ივა გელაშვილი 52), ცოტნე ბენდიანიშვილი (ზურაბ დავითაშვილი 52), ანზორ მექვაბიშვილი (ცოტნე ჩოთალიშვილი 52), დავით ლორთქიფანიძე (გიორგი შალიკაშვილი 52), ჯინო თუდები (ცოტნე კაპანაძე 52), გიორგი ლომთაძე (ხვიჩა კვარაცხელია 52), ვახტანგ ჩარკვიანი (ირაკლი აზაროვი 52)
მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე

20 აგვისტო, 2017. საერთაშორისო ტურნირი - ვიკტორ ბანნიკოვის სახელობის თასის XIV გათამაშება. უკრაინა, ბორისპოლი, ცენტრალნი
4:1 ისრაელი
გოლები:
1:0 ზურაბ დავითაშვილი (4), 2:0 ზურაბ დავითაშვილი (6), 3:0 გიორგი შალიკაშვილი (41), 4:1 ხვიჩა კვარაცხელია (65)
საქართველო: ლუკა ხარშილაძე, ცოტნე კაპანაძე, ივა გელაშვილი, შოთა ნონიკაშვილი, ირაკლი აზაროვი, ხვიჩა კვარაცხელია, ცოტნე ჩოთალიშვილი, გიორგი გულიაშვილი (ვახტანგ ჩარკვიანი 64), ზურაბ დავითაშვილი (კაპ) (ელგუჯა ჯანგველაძე 80), ანრი მექვაბიშვილი, გიორგი შალიკაშვილი (დავით ლორთქიფანიძე 78)
მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე
გაფრთხილება: გიორგი გულიაშვილი

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 თებერვალი 15
14 თებერვალს ლაგოდეხის ბაზაზე სფფ აკადემიის კახეთის რეგიონის ფილიალი გაიხსნა. აკადემიაში, რომელსაც ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა, 2003-2004 წელს დაბადებული 40 ბავშვი უკვე ვარჯიშობს. ნოდარ ახალკაცის სახელობის აკადემია მთლიანად კახეთის რეგიონს მოიცავს. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, ფედერაციის ხელმძღვანელებთან და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ზაზა დოლიძესთან ერთად, ქუთაისში ფეხბურთისა და რაგბის ახალი ბაზების მშენებლობა მოინახულა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
28 იანვარს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში, სამეგრელოს რეგიონის საფეხბურთო აკადემიის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 24
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (GFF) აცხადებენ მიღებას ერთობლივ სასერტიფიკატო პროგრამაზე ფეხბურთის მენეჯმენტში.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 28
27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2017-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.