სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: მინისტრმა ახალგაზრდული ნაკრები გაამხნევა

თარიღი: 2017 სექტემბერი 01


სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი საქართველოს 21-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში ესტუმრა. „ბასაზე" მინისტრი ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებთან ალექსანდრე იაშვილთან და კახა ჭუმბურიძესთან ერთად მივიდა.

გია გეგუჩაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის მორიგ შესარჩევ ციკლს დღეს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე პოლონეთთან მატჩით დაიწყებს. თამაში 20 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეები დანიის, ლიტვის, ფარერის კუნძულების და ფინეთის ნაკრები გუნდებიც იქნებიან. კონტინენტის პირველობას ორი წლის შემდეგ იტალია და სან მარინო უმასპინძლებენ.

„ტრადიციისამებრ, ყოველი მნიშვნელოვანი თამაშის წინ ჩვენ ვხვდებით ფეხბურთელებს და ვამხნევებთ. საქართველოს ეს ახალგაზრდული ნაკრები ნამდვილად კარგი გუნდია, აქ არიან მოთამაშეები, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ ქართული ფეხბურთის საერთაშორისო ასპარეზზე კარგად წარმოჩენა და დარწმუნებული ვარ, ამ შესარჩევ ციკლში ეს ბიჭები ევროპის საფეხბურთო საზოგადოებას აალაპარაკებენ. ვფიქრობ, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს შეუძლია ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება, მით უმეტეს, რომ ჩვენი გუნდის მომავალი მეტოქეები ნამდვილად არ განეკუთვნებიან გრანდებს. ახლა მთავარია მონდომება და თავდადება", - განაცხადა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„ასეთი შეხვედრები უდავოდ მისასალმებელია. ბიჭები გრძნობენ ყურადღებას, მონდომებით ემზადებიან პოლონეთთან მატჩისთვის და დარწმუნებული ვარ, მათ გულშემატკივართა მხარდაჭერა არ მოაკლდებათ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად, ამ გუნდს ნამდვილად შეუძლია შესარჩევი ციკლის სამი ქულით დაწყება", - განაცხადა ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ.

პოლონეთთან მატჩის გარდა ქართველი 21-წლამდელები წელს კიდევ სამ ოფიციალურ შეხვედრას ჩაატარებენ: 6 ოქტომბერს დანიაში, 10 ოქტომბერს ფარერის კუნძულებზე, 10 ნოემბერს კი ფინელებს დაუხვდებიან.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 28
27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2017-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 04
2 დეკემბერს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2017 წლის გათამაშების ფინალი გაიმართა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 01
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის VIP დარბაზმა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ გამოცემული წიგნის - „ვიტალი დარასელია 60" - პრეზენტაციას უმასპინძლა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 29
24 ნოემბერს ესპანეთში, ბასკეთის ავტონომიის ქალაქ ეიბარში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ერთობლივად გამოცემული წიგნის - „ბასკებით დაწყებული ისტორია" - პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორი სსჟა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე გახლავთ.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 27
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის 2017 წლის სეზონი ქუთაისის „ტორპედოს" ტრიუმფით დასრულდა. ქუთაისლებმა ჩემპიონობა თბილისის „დინამოსთან" შეხვერდაში „დინამო არენაზე" მოიპოვეს.