სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის პირველ მატჩს დღეს რუმინეთში გამართავს

თარიღი: 2017 სექტემბერი 12



საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები დღეს საღამოს ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის პირველ მატჩს გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდს რუმინეთთან პირველ შეხვედრაში მეკარე ზვიად კუპატაძე ტრავმის გამო გამოაკლდა. არჩილ სებისკვერაძე და შოთა ჭანუყვაძე კი ყვითელი ბარათების გამო გუნდს პირველ შეხვედრაში ვერ დაეხმარებიან.

საქართველოს ნაკრები მატჩის მასპინძელ ქალაქ დევაში ორი დღით ადრე ჩავიდა. გუნდის მთავარი მეკარის გარდა ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და წლის ერთერთი მთავარი შეხვედრის მოლოდინშია. რუმინეთისა და საქართველოს დაპირისპირება 12 სექტემბერს, თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. განმეორებითი მატჩი ამ გუნდების მონაწილეობით 26 სექტემბერს თბილისში შედგება.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა: 


მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი),თორნიკე ბუკია (ტატიშვილი, თბილისი)

წინა ხაზი: ლევან კობაიძე (ტატიშვილი, თბილისი), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), გია ნიყვაშვილი (აგორა, თბილისი), კახა მაისაია (თელასი, თბილისი), ნიკა კურტანიძე (პსპ.თბილისი),  დავით ბობოხიძე (ტატიშვილი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში, ბელარუსი), რონინიო და სილვა (ხერსონი, უკრაინა),  შოთა ჭანუყვაძე (სვეიკი, მალტა), მურთაზ კაკაბაძე (ტატიშვილი, თბილისი), გიორგი ნიშნიანიძე (პოლიტეხი, რუსეთი), როდრიგო ანდრეი სილვა სანტოსი (სუნგუნ ვარზე, ირანი).



WWW.GFF.GE

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 28
27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2017-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 04
2 დეკემბერს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2017 წლის გათამაშების ფინალი გაიმართა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 01
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის VIP დარბაზმა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ გამოცემული წიგნის - „ვიტალი დარასელია 60" - პრეზენტაციას უმასპინძლა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 29
24 ნოემბერს ესპანეთში, ბასკეთის ავტონომიის ქალაქ ეიბარში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ერთობლივად გამოცემული წიგნის - „ბასკებით დაწყებული ისტორია" - პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორი სსჟა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე გახლავთ.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 27
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის 2017 წლის სეზონი ქუთაისის „ტორპედოს" ტრიუმფით დასრულდა. ქუთაისლებმა ჩემპიონობა თბილისის „დინამოსთან" შეხვერდაში „დინამო არენაზე" მოიპოვეს.