სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: 29 სექტემბერს თბილისი საქველმოქმედო მატჩს უმასპინძლებს

თარიღი: 2017 სექტემბერი 19


საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია VTB ბანკთან და ლუდი „აისთან" ერთად წარმოგიდგენთ საქველმოქმედო მატჩს „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის".

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით, 29 სექტემბერს თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან, მათ შორის ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, ენრიკო ანონი, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, მაურო ტასოტი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა და პიეტრო ვერხოვოდი ესტუმრებიან.

29 სექტემბერს, 21 საათზე, დინამო არენაზე, „მსოფლიოს XI" მატჩის მასპინძელ „GFF XI"-ს დაუპირისპირდება. საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა, მიმდინარე წლის ზაფხულში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.

მატჩთან დაკავშირებით 19 სექტემბერს, სასტუმრო „ბილტმორში" ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა პრესკონფერენცია გამართა.

„მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის ზაფხულში ხანძარმა ძალიან დააზარალა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონი. ჩვენთან, ფეხბურთის ფედერაციაში, გაჩნდა იდეა, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის - საქართველოსა და ირლანდიის თამაშის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად მიგვემართა ბორჯომის ტყის აღდგენითი სამუშაოებისთვის, ამასთან, გადავწყვიტეთ, დაგვეგეგმა საქველმოქმედო მატჩი, რომელიც გარდა იმისა, რომ ფეხბურთის მოყვარულებისათვის დიდი ზეიმი იქნებოდა, ასევე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა ხანძრის შედეგად დაზარალებული ბორჯომის ტყის აღდგენაში. სწორედ, აქედან დაიბადა იდეა, რომ საქართველოში, ქართველ გულშემატკივარს მსოფლიოს საფეხბურთო ვარსკვლავების თამაში ეხილათ.

ამ ეტაპზე გარდა ფეხბურთელებისა, ასევე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ერთ-ერთ გუნდს გერმანელი მწვრთნელი ოტო რეჰაგელი ეყოლება, რომელიც 2004 წელს საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა.

რაც შეეხება გუნდების სრულ შემადგენლობასა და მეორე მთავარ მწვრთნელს, მოგვიანებით გახდება ცნობილი,"- განაცხადა დავით მუჯირმა.

ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში, საიტზე www.tkt.ge - ზე დღეს, 19 სექტემბერს, 15:00 ზე დაიწყება და მისი ძირითადი ნაწილის ფასი 5 ლარი იქნება, ასევე გაყიდვაშია 10,15 და 25 ლარიანი ბილეთები.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 თებერვალი 15
14 თებერვალს ლაგოდეხის ბაზაზე სფფ აკადემიის კახეთის რეგიონის ფილიალი გაიხსნა. აკადემიაში, რომელსაც ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა, 2003-2004 წელს დაბადებული 40 ბავშვი უკვე ვარჯიშობს. ნოდარ ახალკაცის სახელობის აკადემია მთლიანად კახეთის რეგიონს მოიცავს. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, ფედერაციის ხელმძღვანელებთან და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ზაზა დოლიძესთან ერთად, ქუთაისში ფეხბურთისა და რაგბის ახალი ბაზების მშენებლობა მოინახულა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
28 იანვარს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში, სამეგრელოს რეგიონის საფეხბურთო აკადემიის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 24
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (GFF) აცხადებენ მიღებას ერთობლივ სასერტიფიკატო პროგრამაზე ფეხბურთის მენეჯმენტში.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 28
27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2017-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.