სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: საქართველო U16 5:2 აზერბაიჯანი U16

თარიღი: 2017 სექტემბერი 26


საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა გუშინ, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამხანაგურ შეხვედრაში აზერბაიჯანელ თანატოლებს 5:2 სძლია.

ქართველმა 16-წლამდელებმა პირველად ითამაშეს ახალი მწვრთნელის ზვიად ჯელაძის ხელმძღვანელობით. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ნახევარი სტუმრებმა 2:1 მოიგეს, მეორე ტაიმი ქართველი ჭაბუკები დიდი უპირატესობით წარიმართა, რაც საბოლოო ანგარიშშიც აისახა.

ცნობისათვის: საქართველოს და აზერბაიჯანის 16-წლამდელთა გუნდებმა 2016 წლის დეკემბერში ასევე ორჯერ ითამაშეს თბილისში, ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრის მოედანზე. მაშინ მასპინძლებმა პირველი თამაში 3:2 მოიგეს, ხოლო მეორე თამაში აზერბაიჯანელთა გამარჯვებით დასრულდა - 1:0. ერთი წლის წინ საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებს გურამ ასპინძელაშვილი წვრთნიდა.

მეტოქეები ხვალ, 27 სექტემბერს, მიხეილ მესხზე კიდევ ერთხელ ითამაშებენ. მატჩი 16 საათზე დაიწყება.

25 სექტემბერი, 2017. ამხანაგური. თბილისი, მიხეილ მესხი. 200
5:2 აზერბაიჯანი
გოლები: ლუკა ტორონჯაძე (2), გიორგი ომარაშვილი, ზურაბ ერაძე, ნიკა ტალახაძე
საქართველო: ავთო კაპანაძე, ანდრია დევდარიანი (ლაშა კვარაცხელია 50), ზურაბ ერაძე (ნიკა კონიაშვილი 77), ალექსანდრე ტეფნაძე (ნიკა კოკაია 41), საბა მამაცაშვილი, ნიკა ტალახაძე (ლევან ოსიყმაშვილი 77), თორნიკე მორჩილაძე, შაკო ოგბაიძე (მურთაზ სანებლიძე 50), ავთო თოხაძე (ნიკა არველაძე 77), გიორგი აბუაშვილი (ლუკა ტორონჯაძე 70), გიორგი ომარაშვილი
მწვრთნელი: ზვიად ჯელაძე

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 თებერვალი 15
14 თებერვალს ლაგოდეხის ბაზაზე სფფ აკადემიის კახეთის რეგიონის ფილიალი გაიხსნა. აკადემიაში, რომელსაც ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა, 2003-2004 წელს დაბადებული 40 ბავშვი უკვე ვარჯიშობს. ნოდარ ახალკაცის სახელობის აკადემია მთლიანად კახეთის რეგიონს მოიცავს. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, ფედერაციის ხელმძღვანელებთან და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ზაზა დოლიძესთან ერთად, ქუთაისში ფეხბურთისა და რაგბის ახალი ბაზების მშენებლობა მოინახულა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
28 იანვარს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში, სამეგრელოს რეგიონის საფეხბურთო აკადემიის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 24
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (GFF) აცხადებენ მიღებას ერთობლივ სასერტიფიკატო პროგრამაზე ფეხბურთის მენეჯმენტში.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 28
27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2017-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.