სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: საქართველო U16 2:1 აზერბაიჯანი U16

თარიღი: 2017 სექტემბერი 28


საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა გუშინ, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მეორე ამხანაგურ შეხვედრაშიც სძლია აზერბაიჯანელ თანატოლებს - 2:1. შეგახსენებთ: 25 სექტემბერს ზვიად ჯელაძის გუნდმა 5:2 გაიმარჯვა.

ცნობისათვის: საქართველოს და აზერბაიჯანის 16-წლამდელთა გუნდებმა 2016 წლის დეკემბერში ასევე ორჯერ ითამაშეს თბილისში, ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრის მოედანზე. მაშინ მასპინძლებმა პირველი თამაში 3:2 მოიგეს, ხოლო მეორე თამაში აზერბაიჯანელთა გამარჯვებით დასრულდა - 1:0. ერთი წლის წინ საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებს გურამ ასპინძელაშვილი წვრთნიდა.

27 სექტემბერი, 2017. ამხანაგური. თბილისი, მიხეილ მესხი. 200
2:1 აზერბაიჯანი
გოლები: ლუკა ტორონჯაძე, ზურაბ ერაძე
საქართველო: დათო სომხიშვილი, ანდრია დევდარიანი (ლაშა კვარაცხელია 41), ზურაბ ერაძე, ალექსანდრე ტეფნაძე (ნიკა მამაცაშვილი 41), ნიკა ტალახაძე, თორნიკე მორჩილაძე, შაკო ოგბაიძე (ცოტნე ბუკია 68), გიორგი ომარაშვილი (ლუკა ტორონჯაძე 37, ლევან ოსიყმაშვილი 71), ნიკა კოკაია (ნიკა არველაძე 71), მურთაზ სანებლიძე (გიორგი აბუაშვილი 30), ავთო თოხაძე (ნიკა კონიაშვილი 58)
მწვრთნელი: ზვიად ჯელაძე

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 04
2 დეკემბერს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2017 წლის გათამაშების ფინალი გაიმართა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 01
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის VIP დარბაზმა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ გამოცემული წიგნის - „ვიტალი დარასელია 60" - პრეზენტაციას უმასპინძლა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 29
24 ნოემბერს ესპანეთში, ბასკეთის ავტონომიის ქალაქ ეიბარში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ერთობლივად გამოცემული წიგნის - „ბასკებით დაწყებული ისტორია" - პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორი სსჟა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე გახლავთ.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 27
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის 2017 წლის სეზონი ქუთაისის „ტორპედოს" ტრიუმფით დასრულდა. ქუთაისლებმა ჩემპიონობა თბილისის „დინამოსთან" შეხვერდაში „დინამო არენაზე" მოიპოვეს.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 15
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილ საზოგადოებას ახალი წიგნი „ლაღი ფეხბურთის წლები" წარუდგინა.