სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: საქართველო U17 1:2 ბელარუსი U17

თარიღი: 2017 ოქტომბერი 04


საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა 1 და 3 ოქტომბერს ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა ბელარუს თანატოლებთან და ორივე შემთხვევაში 1:2 დამარცხდა. მატჩები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.

ბელარუსთან ამხანაგური მატჩებით გიორგი ნემსაძის გუნდმა ევრო 2018-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება დაასრულა. მე-13 შესარჩევ ჯგუფს, რომელშიც ქართველი 17-წლამდელების გარდა იტალიის, ლატვიის და მონტენეგროს ნაკრები გუნდები იასპარეზებენ, საქართველო უმასპინძლებს.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 24-30 ოქტომბერს თბილისში, მიხეილ მესხის და დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონებზე გაიმართება. გიორგი ნემსაძის გუნდი 24 ოქტომბერს ლატვიას გაეჯიბრება, 27 ოქტომბერს მონტენეგროს, 30 ოქტომბერს კი მიხეილ მესხზე უმასპინძლებს იტალიას.

1 ოქტომბერი, 2017. ამხანაგური. თბილისი, მიხეილ მესხი
1:2 ბელარუსი
გოლი:
ხვიჩა კვარაცხელია
საქართველო: ლუკა ხარშილაძე, ცოტნე კაპანაძე, ივა გელაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი გიორგი აბზიანიძე, ირაკლი აზაროვი, გიორგი შალიკაშვილი, შოთა ნონიკაშვილი, ზურაბ დავითაშვილი (კაპ), გიორგი გულიაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია
შეცვლაზე შევიდნენ: ზურაბ ჭავჭანიძე, ზურაბ გიგაშვილი, გიორგი მოისწრაფიშვილი, ვახტანგ ჩარკვიანი, ელგუჯა ჯანგველაძე, ნიკა ქუთათელაძე, ცოტნე ჩოთალიშვილი, გიორგი ლომთაძე
მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე

3 ოქტომბერი, 2017. ამხანაგური. თბილისი, მიხეილ მესხი
1:2 ბელარუსი
გოლი:
გიორგი ლომთაძე
საქართველო: ლუკა კუტალაძე, ზურაბ გიგაშვილი, ზურაბ ბაქრაძე, დავით სამსონია, ირაკლი აზაროვი, ვახტანგ ჩარკვიანი, გიორგი მოისწრაფიშვილი, ცოტნე ჩოთალიშვილი, გიორგი ლომთაძე, ელგუჯა ჯანგველაძე, ნიკა ქუთათელაძე
შეცვლაზე შევიდნენ: მამუკა ბახტაძე, ცოტნე კაპანაძე, ივა გელაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი შალიკაშვილი, შოთა ნონიკაშვილი, ზურაბ დავითაშვილი, გიორგი გულიაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ზურაბ ჭავჭანიძე
მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 04
2 დეკემბერს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2017 წლის გათამაშების ფინალი გაიმართა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 01
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის VIP დარბაზმა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ გამოცემული წიგნის - „ვიტალი დარასელია 60" - პრეზენტაციას უმასპინძლა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 29
24 ნოემბერს ესპანეთში, ბასკეთის ავტონომიის ქალაქ ეიბარში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ერთობლივად გამოცემული წიგნის - „ბასკებით დაწყებული ისტორია" - პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორი სსჟა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე გახლავთ.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 27
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის 2017 წლის სეზონი ქუთაისის „ტორპედოს" ტრიუმფით დასრულდა. ქუთაისლებმა ჩემპიონობა თბილისის „დინამოსთან" შეხვერდაში „დინამო არენაზე" მოიპოვეს.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 15
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილ საზოგადოებას ახალი წიგნი „ლაღი ფეხბურთის წლები" წარუდგინა.