სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: საქართველო-უელსი - რამდენიმე საინტერესო ფაქტი

თარიღი: 2017 ოქტომბერი 06


საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში დღეს ბოლოსწინა შეხვედრას ჩაატარებს. მეტოქე უელსის ნაკრებია, რომელიც ჯგუფში მეორე ადგილზეა და რუსეთის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის.
დღევანდელი შეხვედრა მეხუთეა ამ გუნდების დაპირისპირებაში. წინა ოთხი შეხვედრიდან საქართველომ სამი მოიგო და ერთხელაც ფრედ ითამაშა.
მნიშვნელოვანი მატჩის წინ რამდენიმე საინტერესო ფაქტს შემოგთავაზებთ.

...ფიფა-ს მსოფლიო რეიტინგში საქართველო 103-ე ადგილზეა, უელსი კი მე-13.

...მეტოქეების ბოლო მატჩი თითქმის ერთი წლის წინ, 2016 წლის 9 ოქტომბერს გაიმართა კარდიფში, კარდიფ სიტი სთედიუმზე. თამაში ფრედ 1:1 დასრულდა: გარეთ ბეილის მიერ მე-10 წუთზე გატანილი გოლი 57-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა გაქვითა. ტრავმების გამო დღეს ვერც ბეილი ითამაშებს და ვერც ოქრიაშვილი.

...რუსეთი 2018-ის საკვალიფიკაციოში უელსელთაგან ყველაზე მეტი გოლი გარეთ ბეილმა გაიტანა - 4, „ჯვაროსნებიდან" კი ვაყო ყაზაიშვილმა - 3.

...რუსეთი 2018-ის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ჯერ თამაში არ მოუგია, უელსი კი, თავის მხრივ, დაუმარცხებელია. საქართველოს შედეგი ასეთიო: 5 ფრე და 3 მარცხი, უელსმა კი ასევე 5-ჯერ ითამაშა ფრედ, 3 თამაში კი მოიგო.

...რუსეთი 2018-ის შესარჩევში საქართველომ აქამდე ჩატარებული 4 საშინაო მატჩიდან 2-ჯერ ითამაშა ფრედ და 2-ჯერ დამარცხდა, უელსმა კი 4 საგარეო თამაშიდან 2 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.

...საქართველოს არასდროს უთამაშია მსოფლიო ჩემპიონატზე, უელსმა კი უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე მხოლოდ ერთხელ ითამაშა, 59 წლის წინ, 1958 წელს შვედეთში. მაშინ „დრაკონები" 1/4-ფინალში გავიდნენ.

...საქართველომ ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ტურნირში ორჯერ მოუგო უელსს: ევრო 96-ის საკვალიფიკაციოში 5:0 თბილისში და 1:0 კარდიფში. ამ გუნდებს შორის გამართული ერთადერთი ამხანაგური მატჩიც „ჯვაროსნების" გამარჯვებით დასრულდა - არგენტინელი სპეციალისტის ექტორ რაულ კუპერის გაწვრთნილმა საქართველომ 2008 წლის 20 აგვისტოს კარდიფში 2:1 სძლია მეტოქეს.

...საქართველოს ნაკრები ზედიზედ 5 მატჩია დაუმარცხებელია: 2 გამარჯვება და 3 ფრე. „ჯვაროსნების" რეკორდი ზედიზედ 10 წაუგებელი მატჩია. ეს მიღწევა გუნდმა 2010-11 წლებში თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით დააფიქსირა - 5 მოგება და 5 ფრე.

...უელსის ნაკრებს ევრო 2016-ის ნახევარფინალში პორტუგალიასთან 0:2 მარცხის შემდეგ თამაში არ წაუგია. კრის კოულმენის გუნდმა მას შემდეგ მხოლოდ რუსეთი 2018-ის შესარჩევში ითამაშა: 3 მოგება, 5 ფრე.

...სლოვაკი მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით საქართველომ 16-ჯერ ითამაშა (ამხანაგური მატჩების ჩათვლით), რომელთაგან 3 მოიგო, 7-ჯერ ფრედ ითამაშა, 6 კი წააგო.

...ზედიზედ 15 მატჩია საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში არ მოუგია. „ჯვაროსნებმა" ბოლო გამარჯვება 2012 წლის 7 სექტემბერს, ბრაზილია 2014-ის შესარჩევში იზეიმეს - თბილისში ბელარუსს 1:0 სძლიეს.

...თუ საქართველოს ნაკრებმა დღეს გაიტანა, ეს იქნება გუნდის 50-ე გოლი მსოფლიო ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპზე.

...თუ საქართველოს ნაკრებმა დღეს გაიმარჯვა, ეს გუნდის მე-10 მოგება იქნება მსოფლიო ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპზე.

...იმ შემთხვევაში თუ დღეს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ითამაშა, გუნდის ისტორიაში ყველაზე გამოცდილ მოთამაშეთა შორის მე-5 ადგილზე მყოფ ალექსანდრე იაშვილს გაუთანაბრდება. კანკავას „ჯვაროსნების" მაისური სადღეისოდ 66-ჯერ მოურგია, იაშვილმა კი 67-ჯერ ითამაშა ქვეყნის პირველ საფეხბურთო გუნდში.

...იმ შემთხვევაში თუ დღეს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ ითამაშა, ნაკრების ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელთა ათეულში შევა. კაშიას აქტივში 57 სანაკრებო მატჩია. მეათე ადგილზე მყოფ ლევან ცქიტიშვილს 58-ჯერ უთამაშია ნაკრებში.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 თებერვალი 15
14 თებერვალს ლაგოდეხის ბაზაზე სფფ აკადემიის კახეთის რეგიონის ფილიალი გაიხსნა. აკადემიაში, რომელსაც ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა, 2003-2004 წელს დაბადებული 40 ბავშვი უკვე ვარჯიშობს. ნოდარ ახალკაცის სახელობის აკადემია მთლიანად კახეთის რეგიონს მოიცავს. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, ფედერაციის ხელმძღვანელებთან და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ზაზა დოლიძესთან ერთად, ქუთაისში ფეხბურთისა და რაგბის ახალი ბაზების მშენებლობა მოინახულა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
28 იანვარს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში, სამეგრელოს რეგიონის საფეხბურთო აკადემიის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 24
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (GFF) აცხადებენ მიღებას ერთობლივ სასერტიფიკატო პროგრამაზე ფეხბურთის მენეჯმენტში.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 28
27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2017-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.