სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: SBM-ი 10 წლისაა!

თარიღი: 2017 ოქტომბერი 19


სასტუმრო ბილტმორის კონგრეს-ჰოლში სპორტული სააგენტო SBM-ის 10 წლის იუბილე აღინიშნა და ამავდროულად, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის საიუბილეო, მეათე სეზონის კენჭისყრა გაიმართა.

SBM-ის ხელმძღვანელმა ზაალ ჩიტალაძემ განვლილ წლებზე, მომავალ პროექტებსა და კარსმომდგარ სეზონზე ისაუბრა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა SBM-ის დამფუძნებლებს საიუბილეო თარიღი მიულოცა: „დღეს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეათე სეზონის პრეზენტაცია და წილისყრაა. ის ფაქტი, რომ ეს პროექტი უკვე ათ წელიწადს ითვლის, მისასალმებელი და გასახარია. ვულოცავ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მესვეურებს ამ იუბილეს, წარმატებებს და კიდევ ბევრი საიუბილეო თარიღის აღნიშვნას ვუსურვებ. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მიერ შესანიშნავად ორგანიზებულმა ჩემპიონატებმა ქართულ მინი-ფეხბურთს, ფუტსალს არაერთი ძალიან კარგი მოთამაშე აჩუქა. ის ფაქტი, რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრებში რამდენიმე მოთამაშე მოხვდა ამ ლიგიდან, ბევრზე მიუთითებს. ხოლო რა შედეგს მიაღწია საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა წლეულს, ვფიქრობ შეხსენება არ გჭირდებათ - ჩვენ გუნდს სულ ცოტა დააკლდა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვებამდე. კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ ლიგის დამფუნძებლებს 10 წლის იუბილეს, წარმატებას და წინსვლას ვუსურვებ"!

SBM-ის მესვეურებს საიუბილეო თარიღი მიულოცეს სპონსორთა წარმომადგენლებმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, SBM-ის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა ალექსანდრე იაშვილმა და გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.

წილისყრა SBM-ის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კლიპით დასრულდა.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 28
27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2017-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 04
2 დეკემბერს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2017 წლის გათამაშების ფინალი გაიმართა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 01
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის VIP დარბაზმა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ გამოცემული წიგნის - „ვიტალი დარასელია 60" - პრეზენტაციას უმასპინძლა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 29
24 ნოემბერს ესპანეთში, ბასკეთის ავტონომიის ქალაქ ეიბარში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ერთობლივად გამოცემული წიგნის - „ბასკებით დაწყებული ისტორია" - პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორი სსჟა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე გახლავთ.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 27
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის 2017 წლის სეზონი ქუთაისის „ტორპედოს" ტრიუმფით დასრულდა. ქუთაისლებმა ჩემპიონობა თბილისის „დინამოსთან" შეხვერდაში „დინამო არენაზე" მოიპოვეს.