სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: საბურთალო უეფას ჭაბუკთა ლიგის მეორე წრეში გავიდა!

თარიღი: 2017 ოქტომბერი 19


თბილისის საბურთალომ უეფას ჭაბუკთა ლიგის პირველი ეტაპი დაძლია! რევაზ გოცირიძის გაწვრთნილმა გუნდმა საპასუხო შეხვედრაში თურქეთის ბურსასფორთან ფრედ 1:1 ითამაშა, ორი მატჩის ჯამში 2:1 მოიგო და ნოემბერში მეორე წრეში იასპარეზებს.

„ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას! მიმაჩნია, რომ ეს მხოლოდ საბურთალოს გამარჯვება არაა, ეს მთელი ქართული ფეხბურთის წარმატებაა! მადლობა ბიჭებს ამ ურთულეს მატჩში გამოჩენილი თავდადებისთვის და ბოლომდე ბრძოლისთვის", - განაცხადა საბურთალოს თავკაცმა.

მისმა გუნდმა პირველი შეხვედრა თურქეთში 1:0 მოიგო, გუშინ კი ბოლო წუთებზე გადაარჩინა თამაში. თურქებმა პირველივე წუთზე გახსნეს ანგარიში - ილმაზმა დაარტყა ზუსტად. მე-8 წუთზე ილმაზს მეორე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა - საბურთალოს მეკარემ ნასყიდაშვილმა აჯობა, მატჩის 85-ე წუთზე კი შეცვლაზე შესულმა იური ტაბატაძემ ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

მეორე წრეში თბილისური კლუბის მეტოქე სერბეთის ბროდარაცი იქნება. პირველი მატჩი მეტოქის მოედანზე 1 ნოემბერს გაიმართება, საპასუხო კი თბილისში, 22 ნოემბერს.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 15
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილ საზოგადოებას ახალი წიგნი „ლაღი ფეხბურთის წლები" წარუდგინა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 15
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევრო 2017-ის შესარჩევ ტურნირში პირველი გამარჯვება იზეიმა: გია გეგუჩაძის გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიტვას 1:0 სძლია.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 15
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის უკანასკნელ, მესამე მატჩში საფრანგეთთან ფრედ 1:1 ითამაშა. გიორგი ყიფიანის გუნდი 3 შეხვედრაში მოპოვებული 2 ქულით მესამე ადგილზე გავიდა და ფინალური ეტაპისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 11
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კვიპროსს 1:0 სძლია. გამარჯვების გოლი ვენის რაპიდის თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ 24-ე წუთზე გაიტანა. ამხანაგური მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 08
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა დღეს ევრო 2018-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი შეხვედრა გამართა. გიორგი ყიფიანის გუნდი ჯგუფის მასპინძელ ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებთან 0:1 დამარცხდა.