სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: მინისტრი 17-წლამდელთა ნაკრებს ესტუმრა

თარიღი: 2017 ოქტომბერი 24


სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დღეს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები მოინახულა, რომელიც ევრო 2018-ის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ემზადება.
გიორგი ნემსაძის გაწვრთნილმა გუნდმა ოფიციალური ეტაპისთვის მზადება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. მწვრთნელის განკარგულებაში 23 მოთამაშეა:
მეკარეები: ლუკა კუტალაძე, ლუკა ხარშილაძე (დინამო თბილისი), მამუკა ბახტაძე (თბილისის საბურთალო)
მცველები: ანზორ მექვაბიშვილი, ზურაბ ჭავჭანიძე, ირაკლი აზაროვი (დინამო თბილისი), ცოტნე კაპანაძე, დავით სამსონია (თბილისის საბურთალო), გიორგი აბზიანიძე (ტორპედო), ზურაბ ბაქრაძე (თბილისის ლოკომოტივი), ივა გელაშვილი (პრაღის სპარტა, ჩეხეთი)
ნახევარმცველები: გიორგი მოისწრაფიშვილი, გიორგი ლომთაძე (დინამო თბილისი), ცოტნე ჩოთალიშვილი, შოთა ნონიკაშვილი (თბილისის საბურთალო), გიორგი შალიკაშვილი (სფფ აკადემია), გიორგი გაგუა (თბილისის იბერია 2010), ლუკა-სებასტიან შვარცი (კარლსრუე, გერმანია), დავით ლორთქიფანიძე (ვალგობია ძანანო, იტალია)
თავდამსხმელები: ზურიკო დავითაშვილი, ელგუჯა ჯანგველაძე, ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბილისი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო)
შესარჩევ ტურნირს 24-30 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს. თამაშები მიხეილ მესხის და დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონებზე გაიმართება. გიორგი ნემსაძის გუნდი 24 ოქტომბერს ლატვიას გაეჯიბრება, 27 ოქტომბერს მონტენეგროს შეხვდება, 30 ოქტომბერს კი მიხეილ მესხზე იტალიას უმასპინძლებს.
„შესარჩევ ტურნირს საქართველო მასპინძლობს და ეს გარკვეულ უპირატესობას გვაძლევს, თუმცა მეორე მხრივ, ნაკრებს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება - საკუთარი გულშემატკივრების წინაშე უნდა დაამტკიცოს, რომ ელიტ-რაუნდში თამაშის ღირსია. გუნდმა აქამდე რამდენიმე საწვრთნელი შეკრება გაიარა, არაერთი საერთაშორისო შეხვედრა გამართა და იმედს ვიტოვებ, რომ ოფიციალური მატჩებისთვის ნაკრები კარგად მოემზადა. მსურს წარმატება და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში ვუსურვო ამ გუნდს", - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 28
27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2017-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 04
2 დეკემბერს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2017 წლის გათამაშების ფინალი გაიმართა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 01
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის VIP დარბაზმა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ გამოცემული წიგნის - „ვიტალი დარასელია 60" - პრეზენტაციას უმასპინძლა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 29
24 ნოემბერს ესპანეთში, ბასკეთის ავტონომიის ქალაქ ეიბარში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ერთობლივად გამოცემული წიგნის - „ბასკებით დაწყებული ისტორია" - პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორი სსჟა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე გახლავთ.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 27
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის 2017 წლის სეზონი ქუთაისის „ტორპედოს" ტრიუმფით დასრულდა. ქუთაისლებმა ჩემპიონობა თბილისის „დინამოსთან" შეხვერდაში „დინამო არენაზე" მოიპოვეს.