სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: საქართველო U17 1:0 ლატვია U17

თარიღი: 2017 ოქტომბერი 25


საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის საწყის მატჩში ლატვიას 1:0 მოუგო. გიორგი ნემსაძის გუნდმა მეტოქეს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა.
ერთადერთი გოლი ქართველთა მე-7 ნომერმა ხვიჩა კვარაცხელიამ 21-ე წუთზე გაიტანა. ლატვიელი მცველები შეტევის მოგერიებისას შეცდნენ, კვარაცხელიამ კი ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით დალაშქრა ივანს დუბოდელოვსის კარი.
ნემსაძის გუნდს რამდენიმე წუთში უპირატესობის გაორმაგების შანსი მიეცა, თუმცა ცოტნე ჩოთალიშვილის უძლიერესი დარტყმა დუბოდელოვსმა საოცარი ნახტომით მოიგერია. ქართველთა ეს იერიში კუთხურს მოჰყვა.
მეორე ტაიმში სიტუაცია არ შეცვლილა: უპირატესობას, მეტწილად, ნემსაძის გუნდი ფლობდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბალტიისპირელები გაცილებით უხეშად თამაშობდნენ, ვიდრე შესვენებამდე.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში, რომელიც ასევე თბილისში, თუმცა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართა, იტალიამ 3:0 დაამარცხა მონტენეგრო.
მეორე ტურის მატჩები 27 ოქტომბერს გაიმართება: იტალია პეტრიაშვილზე ლატვიას გაეჯიბრება, საქართველოს ნაკრები კი მიხეილ მესხზე ამჯერად მონტენეგროს უმასპინძლებს.

24 ოქტომბერი, 2017. ევრო 2018 - საკვალიფიკაციო ჯგუფი. თბილისი, მიხეილ მესხი, 300
1:0 ლატვია
გოლი: 1:0 ხვიჩა კვარაცხელია (21)
საქართველო: ლუკა ხარშილაძე, ცოტნე კაპანაძე, ივა გელაშვილი, შოთა ნონიკაშვილი, ირაკლი აზაროვი, კვიჩა კვარაცხელია (ლუკა-სებასტიან შვარცი 71), ცოტნე ჩოთალიშვილი, გიორგი გულიაშვილი (ელგუჯა ჯანგველაძე 82), ზურაბ დავითაშვილი (კაპ), გიორგი აბზიანიძე (გიორგი შალიკაშვილი 54), ანზორ მექვაბიშვილი
მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე
ლატვია: ი.დუბოდელოვსი, ლ.ტრუსკოვსკისი (კაპ), კ.დ.ლიბეკსი, რ.ოზოლინშსი, რ.ვარსლავანსი, კ.ვილერსი, რ.მარგრინსი, ა.კრიუკოვიჩსი (მ.კალნინშსი 55), მ.სიდოროვსი (რ.ვიუმსონსი 26), დ.ფედოროვიჩსი, გ.კირკილსი
მწვრთნელი: იგორს სტეპანოვსი
გაფრთხილება: რ.მარგრინსი, ცოტნე ჩოთალიშვილი, გიორგი გულიაშვილი, ირაკლი აზაროვი, რ.ვიუმსონსი, ცოტნე ჩოთალიშვილი
გაძევება: ცოტნე ჩოთალიშვილი (71)
მსაჯები: რ.ჰასანოვი (აზერბაიჯანი); ი.აბასოვი (აზერბაიჯანი), კ.დე როკერი (ბელგია)

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 28
27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2017-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 04
2 დეკემბერს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2017 წლის გათამაშების ფინალი გაიმართა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 01
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის VIP დარბაზმა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ გამოცემული წიგნის - „ვიტალი დარასელია 60" - პრეზენტაციას უმასპინძლა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 29
24 ნოემბერს ესპანეთში, ბასკეთის ავტონომიის ქალაქ ეიბარში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ერთობლივად გამოცემული წიგნის - „ბასკებით დაწყებული ისტორია" - პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორი სსჟა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე გახლავთ.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 27
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის 2017 წლის სეზონი ქუთაისის „ტორპედოს" ტრიუმფით დასრულდა. ქუთაისლებმა ჩემპიონობა თბილისის „დინამოსთან" შეხვერდაში „დინამო არენაზე" მოიპოვეს.