სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: საქართველო U17 0:2 იტალია U17

თარიღი: 2017 ოქტომბერი 31


საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევრო 2018-ის საკვალიფიკაციო ეტაპი იტალიასთან 0:2 წაგებით დაასრულა. მარცხის მიუხედავად, გიორგი ნემსაძის გუნდი გაისად ელიტ-რაუნდში იასპარეზებს. მასპინძელი ქვეყანა და მეტოქეები მოგვიანებით დადგინდება.
ქართველმა ჭაბუკებმა ელიტ-რაუნდის საგზური მეორე ტურში გაინაღდეს, როცა მონტენეგროს მიხეილ მესხზე 2:0 სძლიეს. შეგახსენებთ: პირველ ტურში ნემსაძის გუნდმა ლატვია დაამარცხა - 1:0.
გუშინდელ შეხვედრაში იტალიამ უკეთ ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა. დავიდე ანჯელო ჯისლანდიმ მცველების და ნახევარმცველების შეუთანხმებელი თამაშით ისარგებლა და ანგარიში შორეული ძლიერი დარტყმით გახსნა, ედოარდო ვერგანიმ კი ზუსტად შეასრულა 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა - 0:2.
იტალიამ სამივე თამაში მოიგო და 9 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, საქართველო კი 6 ქულით მეორეა.

30 ოქტომბერი, 2017. ევრო 2018 - საკვალიფიკაციო ჯგუფი. თბილისი, მიხეილ მესხი, 300
0:2 იტალია
გოლებ: 0:1 დ.ა.ჯისლანდი (32), 0:2 ე.ვერგანი (40, პენ)
საქართველო: ლუკა ხარშილაძე, ცოტნე კაპანაძე, ივა გელაშვილი, შოთა ნონიკაშვილი, ირაკლი აზაროვი, კვიჩა კვარაცხელია, გიორგი გულიაშვილი, ზურაბ დავითაშვილი (კაპ), ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი შალიკაშვილი (ცოტნე ჩოთალიშვილი 80), ლუკა-სებასტიან შვარცი
მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე
იტალია: ლ.გელმი, ა.ბარაძეტა (ი.მიქელოტი 46), ნ.არმინი (კაპ), ლ.სერპე, დ.ა.ჯისლანდი (რ.ტონინი 68), მ.ე.გუაბუაა, ე.ვერგანი,ფ.პონსი, ჟ.ფ.პ.გრეკო, მ.სანდრი, ა.კორტინოვისი (ჯ.ლეონე 79)
მწვრთნელი: კარმინე ნუნძიატა
გაფრთხილება: ა.ბარაძეტა, მ.სანდრი, მ.ე.გუაბუაა, გიორგი შალიკაშვილი
მსაჯები: ე.ლამბრეხტსი (ბელგია); კ.დე როკერი (ბელგია), ფ.კლივერი (შვედეთი)

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 15
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილ საზოგადოებას ახალი წიგნი „ლაღი ფეხბურთის წლები" წარუდგინა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 15
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევრო 2017-ის შესარჩევ ტურნირში პირველი გამარჯვება იზეიმა: გია გეგუჩაძის გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიტვას 1:0 სძლია.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 15
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის უკანასკნელ, მესამე მატჩში საფრანგეთთან ფრედ 1:1 ითამაშა. გიორგი ყიფიანის გუნდი 3 შეხვედრაში მოპოვებული 2 ქულით მესამე ადგილზე გავიდა და ფინალური ეტაპისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 11
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კვიპროსს 1:0 სძლია. გამარჯვების გოლი ვენის რაპიდის თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ 24-ე წუთზე გაიტანა. ამხანაგური მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 08
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა დღეს ევრო 2018-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი შეხვედრა გამართა. გიორგი ყიფიანის გუნდი ჯგუფის მასპინძელ ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებთან 0:1 დამარცხდა.