სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

თარიღი: 2017 ნოემბერი 01


10 და 13 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი ჯერ გორში დაუხვდება კვიპროსის ნაკრებს, შემდეგ კი ქუთაისში უმასპინძლებს ბელარუსს. გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დანიშნული შეხვედრა 17 საათზე დაიწყება, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სარბიელზე კი მეტოქეები 18 საათზე ითამაშებენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების სლოვაკმა მთავარმა მწვრთნელმა დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც ამ ორი თამაშისთვის მოემზადებიან:
მეკარეები: გიორგი ლორია (მახაჩყალის ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ქუთაისის ტორპედო)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (არნემის ვიტესი, ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი (დინამო თბილისი), გია გრიგალავა (ტულის არსენალი, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (დონეცკის შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (ხაბაროვსკის სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია)
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა (უკლუბოდ), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (პლოცკის ვისლა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (სკოპიეს ვარდარი, მაკედონია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ლუკას ჰუფნაგელი (ნიურნბერგი, გერმანია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ეარსქუეიქსი, აშშ)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ვენის რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ირაკლი სიხარულიძე (თბილისის ლოკომოტივი)
ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვაისის გაფართოებულ სიაში ეს ფეხბურთელებიც შედიან: ნუკრი რევიშვილი, ბაქარ ქარდავა (დინამო თბილისი), უჩა ლობჟანიძე, ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), გიორგი რეხვიაშვილი (თბილისის ლოკომოტივი), გიორგი ჭანტურია (ურალი,რუსეთი), დავით სხირტლაძე, მათე ვაწაძე (სილკებორგი, დანია).
საქართველოს ეროვნული ნაკრები მატჩებისთვის მოსამზადებლად 6 ნოემბერს შეიკრიბება სასტუმრო „ჰუალინგში".

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 15
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილ საზოგადოებას ახალი წიგნი „ლაღი ფეხბურთის წლები" წარუდგინა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 15
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევრო 2017-ის შესარჩევ ტურნირში პირველი გამარჯვება იზეიმა: გია გეგუჩაძის გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიტვას 1:0 სძლია.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 15
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის უკანასკნელ, მესამე მატჩში საფრანგეთთან ფრედ 1:1 ითამაშა. გიორგი ყიფიანის გუნდი 3 შეხვედრაში მოპოვებული 2 ქულით მესამე ადგილზე გავიდა და ფინალური ეტაპისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 11
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კვიპროსს 1:0 სძლია. გამარჯვების გოლი ვენის რაპიდის თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ 24-ე წუთზე გაიტანა. ამხანაგური მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 08
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა დღეს ევრო 2018-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი შეხვედრა გამართა. გიორგი ყიფიანის გუნდი ჯგუფის მასპინძელ ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებთან 0:1 დამარცხდა.