სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: ბოსნია-ჰერცეგოვინა U19 1:0 საქართველო U19

თარიღი: 2017 ნოემბერი 08


საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა დღეს ევრო 2018-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი შეხვედრა გამართა. გიორგი ყიფიანის გუნდი ჯგუფის მასპინძელ ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებთან 0:1 დამარცხდა.

მასპინძლებმა ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე გაიტანეს - მცველმა იუსუფ გაზიბეგოვიჩმა გამოიჩინა თავი. ბოსნიელები მე-16 წუთზე ათი ფეხბურთელით დარჩნენ - არბიტრმა ანელ შაბანაჯოვიჩი ორჯერ გააფრთხილა და გააგდო, 67-ე წუთზე კი წითელი ბარათი გიორგი კუციას უჩვენა.

ბოსნია-ჰერცეგოვინის და საქართველოს 19-წლამდელები ოფიციალურ ტურნირში მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს. 2012 წელს, ელიტ-რაუნდში, ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქეს 4:2 სძლიეს. იმ შეხვედრაში დუბლი შეასრულა დავით სხირტლაძემ, თითო გოლი კი ვაკო ყაზაიშვილმა და გიორგი ჭანტურიამ გაიტანეს.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში ფრანგებმა ანდორელები გაანადგურეს - 7:0. მეორე ტურში, რომელიც 11 ნოემბერს გაიმართება, გიორგი ყიფიანის ნაკრები ანდორას გაეჯიბრება, 14 ნოემბერს კი ფრანგებთან მატჩით დაასრულებს საკვალიფიკაციო ტურნირს.

8 ნოემბერი, 2017. ევრო 2018 - საკვალიფიკაციო ჯგუფი. ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბიელინა, ეტნო სელო სტანისიჩი
0:1 ბოსნია-ჰერცეგოვინა
გოლი: 0:1 ი.გაზიბეგოვიჩი (87)
ბოსნია-ჰერცეგოვინა: ა.კანურიჩი, ი.გაზიბეგოვიჩი, ა.ბეშირევიჩი, ი.ჩელიკოვიცი (კაპ), რ.სადიკუ, ვ.დანილოვიჩი, ე.შმაიჩი (ა.ჩატიჩი 69), ა.შაბანაჯოვიჩი, ნ.ჰაჯიჩი (შ.რესიჩი 83), ნ.კოსანიჩი (ა.მუსტაფიჩი), ბ.ჰაჯიჩი
მწვრთნელი: ტონი კარაჩიჩი
საქართველო: ლუკა გუგეშაშვილი, ნიკა მალი, ლუკა ასათიანი, ჯემალი-გიორგი ჯინჯოლავა, გიორგი ქოჩორაშვილი (ხვიჩა კვარაცხელია 90), ნიკა ნინუა, გიორგი კუცია, ბექა ქავთარაძე (რევაზ ინჯგია 83), ლევან ხარაბაძე, ბექა დარცმელია, ირაკლი ზარიძე (ზურაბ დავითაშვილი 65)
მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
გაფრთხილება: ა.შაბანაჯოვიჩი, ა.შაბანაჯოვიჩი, ვ.დანილოვიჩი, ნიკა მალი, ლუკა ასათიანი, ზურაბ დავითაშვილი
გაძევება: ა.შაბანაჯოვიჩი (16), გიორგი კუცია (67)
მსაჯები: მ.ავრამი (რუმინეთი); ვ.ავრამი (რუმინეთი), ი.დე ვრისი (ჰოლანდია)

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 თებერვალი 15
14 თებერვალს ლაგოდეხის ბაზაზე სფფ აკადემიის კახეთის რეგიონის ფილიალი გაიხსნა. აკადემიაში, რომელსაც ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა, 2003-2004 წელს დაბადებული 40 ბავშვი უკვე ვარჯიშობს. ნოდარ ახალკაცის სახელობის აკადემია მთლიანად კახეთის რეგიონს მოიცავს. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, ფედერაციის ხელმძღვანელებთან და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ზაზა დოლიძესთან ერთად, ქუთაისში ფეხბურთისა და რაგბის ახალი ბაზების მშენებლობა მოინახულა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
28 იანვარს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში, სამეგრელოს რეგიონის საფეხბურთო აკადემიის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 24
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (GFF) აცხადებენ მიღებას ერთობლივ სასერტიფიკატო პროგრამაზე ფეხბურთის მენეჯმენტში.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 28
27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2017-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.