სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: საქართველო 1:0 კვიპროსი

თარიღი: 2017 ნოემბერი 12


საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კვიპროსს 1:0 სძლია. გამარჯვების გოლი ვენის რაპიდის თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ 24-ე წუთზე გაიტანა. ამხანაგური მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა.

რუსეთი 2018-ის შესარჩევი ტურნირის დასრულების შემდეგ ვლადიმირ ვაისის გუნდმა პირველად ითამაშა. სლოვაკი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ეროვნულმა გუნდმა ოფიციალური მატჩის მოგება ვერ მოახერხა, ამხანაგური დაპირისპირება კი უკვე მეოთხედ მოიგო.

კვიპროსთან მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის 220-ე გახლდათ, გორში შემდგარი მატჩი კი მეტოქეთა მეექვსე დაპირისპირება იყო. უპირატესობა კვლავ კუნძულელების მხარესაა: მათ 3-ჯერ გაიმარჯვეს, ერთი დაპირისპირება ფრედ დასრულდა, საქართველოს ნაკრების აქტივში კი ორი მოგებაა.

კაპიტანმა ჯაბა კანკავამ კვიპროსელების წინააღმდეგ 69-ედ ითამაშა ქვეყნის პირველ გუნდში და ამ მაჩვენებლით გიორგი ნემსაძეს წამოეწია. თავის დროზე ნემსაძეც გუნდისთავი იყო. მან 69 შეხვედრიდან 42-ჯერ გაიყვანა ნაკრები მინდორზე, კანკავამ კი გორში 34-ედ უკაპიტნა გუნდს.

მე-60 შეხვედრა ჩაატარა ქვეყნის პირველი გუნდის მაისურით ჰოლანდიის ქალაქ არნემის „ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ. კაშია მხოლოდ მე-9 ქართველი მოთამაშეა, რომელმაც ნაკრებში 60-მატჩიან ნიშნულს უწია.

ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი საქართველო მომდევნო ამხანაგურ მატჩს 13 ნოემბერს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართავს. ბელარუსთან თამაში 18 საათზე დაიწყება.

10 ნოემბერი, 2017. ამხანაგური. გორი, თენგიზ ბურჯანაძე. 3500
1:0 კვიპროსი
გოლი: 1:0 გიორგი ქვილითაია (24)
საქართველო: გიორგი ლორია, გურამ კაშია, გიორგი ნავალოვსკი (გია გრიგალავა 82), დავით ხოჭოლავა, ოთარ კაკაბაძე, ნიკა კვეკვესკირი (გიორგი აბურჯანია 82), ჯაბა კანკავა (კაპ), გიორგი პაპუნაშვილი (ვაკო გვილია 74), გიორგი მერებაშვილი (ირაკლი სიხარულიძე 82), ვაკო ყაზაიშვილი (საბა ლობჟანიძე 67), გიორგი ქვილითაია (ნიკა კაჭარავა 82)
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი (სლოვაკეთი)
კვიპროსი: ანტონის გეორგალიდისი (კაპ), გიორგოს მერკისი, ხარალამბოს კირიაკუ (ანდრეას ავრაამი 73), გიორგოს ეფრაიმი (გრიგორის კასტანოსი 65), ჯეისონ დიმიტრიუ, დიმიტრის ხრისტოფი (ნესტორას მიტიდისი 73), პიეროს სოტირიუ, ვინსენტ ლაბანი (გერასიმოს ფილაქტუ 65), რენატო მარგასა (გიორგოს ვასილიუ 82), კონსტანტინოს ლაიფისი, კოსტაკის არტიმატასი (გიორგოს ეკონომიდისი 82)
მწვრთნელი: რან ბენ შიმონი (ისრაელი)
გაფრთხილება: ვინსენტ ლაბანი, ოთარ კაკაბაძე, გიორგოს მერკისი, პიეროს სოტირიუ
მსაჯები: სურენ ბალიანი; ვანიკ სიმონიანი, ერიკ არევშატიანი (სომხეთი)

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 თებერვალი 15
14 თებერვალს ლაგოდეხის ბაზაზე სფფ აკადემიის კახეთის რეგიონის ფილიალი გაიხსნა. აკადემიაში, რომელსაც ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა, 2003-2004 წელს დაბადებული 40 ბავშვი უკვე ვარჯიშობს. ნოდარ ახალკაცის სახელობის აკადემია მთლიანად კახეთის რეგიონს მოიცავს. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, ფედერაციის ხელმძღვანელებთან და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ზაზა დოლიძესთან ერთად, ქუთაისში ფეხბურთისა და რაგბის ახალი ბაზების მშენებლობა მოინახულა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
28 იანვარს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში, სამეგრელოს რეგიონის საფეხბურთო აკადემიის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 24
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (GFF) აცხადებენ მიღებას ერთობლივ სასერტიფიკატო პროგრამაზე ფეხბურთის მენეჯმენტში.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 28
27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2017-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.