სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: საფრანგეთი U19 1:1 საქართველო U19

თარიღი: 2017 ნოემბერი 15


საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის უკანასკნელ, მესამე მატჩში საფრანგეთთან ფრედ 1:1 ითამაშა. გიორგი ყიფიანის გუნდი 3 შეხვედრაში მოპოვებული 2 ქულით მესამე ადგილზე გავიდა და ფინალური ეტაპისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

ყიფიანის გუნდს გამარჯვებაც შეეძლო, თუმცა 75-ე წუთზე ფრანგების კარში დანიშნული 11-მეტრიანი ნიკა ნინუამ ვერ გამოიყენა - მეკარემ აჯობა. შეგახსენებთ: სამი დღით ადრე, ანდორასთან ვერმოგებულ მატჩში - 1:1, საქართველოს ნაკრები სწორედ ნინუას პენალტით დაწინაურდა.

ევრო 2018-ის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ მატჩში ყიფიანის გუნდი ტურნირის მასპინძელ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ბოლო წუთებზე გაშვებული გოლით 0:1 დამარცხდა.

14 ნოემბერი, 2017. ევრო 2018 - საკვალიფიკაციო ჯგუფი. ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბიელინა, ეტნო სელო სტანისიჩი
1:1 საფრანგეთი
გოლებ: 0:1 ა.ბერნედე (20), 1:1 ლევან ხარაბაძე (64)
75-ე წუთზე ნიკა ნინუას პენალტი ი.დიუფმა მოიგერია
საფრანგეთი: ი.დიუფი, მ.დემბელე, გ.შეტანო, ბ.კამარა (კაპ) (ი.დიალო 45), მ.კუისენსი, მ.მაოლიდა, რ.გუიტანე (ს.სისოკო 63), ა.ბერნედე, ბ.სუმარე, თ.ბასილა, მ.სილა (ი.მატონდო 80)
მწვრთნელი: ბერნარ დიომედი
საქართველო: ლუკა გუგეშაშვილი, ნიკა მალი, ლუკა ასათიანი, ჯემალი-გიორგი ჯინჯოლავა, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი (კაპ), ნიკა ნინუა, ბექა ქავთარაძე (ირაკლი ზარიძე 90), ანდრია ფურცელაძე, ლევან ხარაბაძე, ზურაბ დავითაშვილი (ხვიჩა კვარაცხელია 61)
მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
გაფრთხილება: ს.სისოკო
მსაჯები: მ.ავრამი (რუმინეთი); ვ.ავრამი (რუმინეთი), ჩ.ვიჩიჩი (ბოსნია-ჰერცეგოვინა)

11 ნოემბერი, 2017. ევრო 2018 - საკვალიფიკაციო ჯგუფი. ბოსნია-ჰერცეგოვინა, ნოვი გრადსკი, უგლიევიკი
1:1 ანდორა
გოლებ: 1:0 ნიკა ნინუა (43, პენ), 1:1 ა.გრაუ სამპერი (86)
ანდორა:
იკერი, კ.გარსია, მ.დელ კასტილიო (მ.კაბანესი 84), ე.პელფორტი, ე.ვალესი (ხ.ბალიეტბო 58), რ.ფერნანდესი (კაპ), რ.რებელო, ა.გრაუ სამპერი, ა.სანს ბრიალი, დ.ა.და სილვა (ა.ვალერო 67), ხ.ტორესი
მწვრთნელი: ხესუს ხულიან ლუსიენდო
საქართველო: ლუკა გუგეშაშვილი, ნიკა მალი, ლუკა ასათიანი (რევაზ ინჯგია 90), ჯემალი-გიორგი ჯინჯოლავა, გიორგი ქოჩორაშვილი (კაპ), ნიკა ნინუა, ბექა ქავთარაძე (ლაშა ოზბეთელაშვილი 61), ხვიჩა კვარაცხელია, ლევან ხარაბაძე, ზურაბ დავითაშვილი, ბექა დარცმელია
მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
გაფრთხილება: ბექა დარცმელია, ე.ვალესი, ბექა დარცმელია, დ.ა.და სილვა, ა.ვალერო, ა.ს.ბრიალი, მ.კაბანიესი, იკერი
გაძევება: ბექა დარციმელია (45)
მსაჯები: ტ.მარშალი (ჩრდილოეთი ირლანდია); ა.ჯეფრი (ჩრდილოეთი ირლანდია), ჩ.ვიჩიჩი (ბოსნია-ჰერცეგოვინა)

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 28
27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2017-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 04
2 დეკემბერს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2017 წლის გათამაშების ფინალი გაიმართა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 01
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის VIP დარბაზმა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ გამოცემული წიგნის - „ვიტალი დარასელია 60" - პრეზენტაციას უმასპინძლა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 29
24 ნოემბერს ესპანეთში, ბასკეთის ავტონომიის ქალაქ ეიბარში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ერთობლივად გამოცემული წიგნის - „ბასკებით დაწყებული ისტორია" - პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორი სსჟა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე გახლავთ.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 27
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის 2017 წლის სეზონი ქუთაისის „ტორპედოს" ტრიუმფით დასრულდა. ქუთაისლებმა ჩემპიონობა თბილისის „დინამოსთან" შეხვერდაში „დინამო არენაზე" მოიპოვეს.