სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

წიგნის პრეზენტაცია - „ლაღი ფეხბურთის წლები“

თარიღი: 2017 ნოემბერი 15


საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილ საზოგადოებას ახალი წიგნი „ლაღი ფეხბურთის წლები" წარუდგინა.

ეს გამოცემა პირველი ტომია 4-ტომეულისა, რომელსაც „ქართული ფეხბურთის საუკუნე" ეწოდება და რომლის დანარჩენი ნაწილები მომდევნო წლებში გამოიცემა.

„ქართული ფეხბურთის საუკუნე" ჟურნალ „ათიანის" გამომცემლის და მთავარი რედაქტორის გია გორგოძის საავტორო პროექტია. 4-ტომეული მიზნად ისახავს ჩვენი ფეხბურთის ისტორიის შეჯამებას და საუკეთესო წერილების თავმოყრას. პირველი ტომი - „ლაღი ფეხბურთის წლები", სხვადასხვა ავტორების მიერ პერიოდულ პრესასა თუ წიგნებში გამოქვეყნებულ წერილებს აერთიანებს გამოჩენილ ფეხბურთელებზე, გუნდებზე და თანამედროვე ქომაგებისთვის ნაკლებადცნობილ მოვლენებზე.

პრეზენტაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის დინამოს ვეტერანები ვლადიმერ გუცაევი და ოთარ გაბელია, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ვეტერანი გულშემატკივრები და სპორტის მოღვაწეები დაესწრნენ.

პროექტის ავტორი და წიგნის შემდგენელი გია გორგოძემ სტუმრებს ქართული ფეხბურთის წარსულზე, სამუშაო პროცესსა და მომავალ გეგმებზე ესაუბრა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა: „მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებო. საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ წელს არაერთი კარგი გამოცემით გაგვახარა და ეს წიგნიც, რომელიც პირველი ნაწილია 4-ტომეულისა, ბოლო ასეთი გამოცემაა. „ლაღი ფეხბურთის წლები" - ასე ეწოდება ამ გამოცემას, რომელმაც ქომაგებს ლეგენდარული მატჩები, დიდებული ვარსკვლავები და ქართული ფეხბურთის ბევრი ლამაზი ეპიზოდი უნდა შეახსენოს. ჩვენ ფეხბურთს უდავოდ სჭირდება ასეთი გამოცემები და მიხარია, რომ ჟურნალისტთა ასოციაციამ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით წელს ასეთი მშვენიერი პროექტები განახორციელა. ამ წიგნის ავტორებს წარმატებას, ჟურნალისტთა ასოციაციას კი მომავალშიც ნაყოფიერ საქმიანობს!"

მინისტრის განცხადებით, უახლოეს მომავალში გაიმართება სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ გამოცემული კიდევ ერთი წიგნის, „ვიტალი დარასელია 60"ის პრეზენტაცია.


ფოტო - ხატია ჯიჯეიშვილი

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 თებერვალი 15
14 თებერვალს ლაგოდეხის ბაზაზე სფფ აკადემიის კახეთის რეგიონის ფილიალი გაიხსნა. აკადემიაში, რომელსაც ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა, 2003-2004 წელს დაბადებული 40 ბავშვი უკვე ვარჯიშობს. ნოდარ ახალკაცის სახელობის აკადემია მთლიანად კახეთის რეგიონს მოიცავს. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, ფედერაციის ხელმძღვანელებთან და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ზაზა დოლიძესთან ერთად, ქუთაისში ფეხბურთისა და რაგბის ახალი ბაზების მშენებლობა მოინახულა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
28 იანვარს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში, სამეგრელოს რეგიონის საფეხბურთო აკადემიის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 24
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (GFF) აცხადებენ მიღებას ერთობლივ სასერტიფიკატო პროგრამაზე ფეხბურთის მენეჯმენტში.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 28
27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2017-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.