სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს ჩემპიონია

თარიღი: 2017 ნოემბერი 27



საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის 2017 წლის სეზონი ქუთაისის „ტორპედოს" ტრიუმფით დასრულდა. ქუთაისლებმა ჩემპიონობა თბილისის „დინამოსთან" შეხვერდაში „დინამო არენაზე" მოიპოვეს. გადამწყვეტ მატჩამდე გუნდებს შორის სხვაობა 2 ქულა იყო „დინამოს" სასარგებლოდ, შესაბამისად სტუმრებს მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროებოდათ.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. საინტერესო მოვლენები შეხვედრის დაწყებიდან 70 წუთის შემდეგ განვითარდა. 75-ე წუთზე მატჩში ერთადერთი გოლი თორნიკე კაპანაძემ გაიტანა და საბოლოო ანგარიში (0:1) დააფიქსირა. შეხვედრის ბოლო წუთზე მსაჯმა „ტორპედოს" კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა. ოთარ კიტეიშვილის დარტყმული ბურთი როინ კვასხვაძემ მოიგერია და „ტორპედოს" ისტორიაში მეოთხე ჩემპიონობა (2000, 2001, 2002, 2017) მოაპოვებინა. ქუთაისლები მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებენ.

მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია. ახალი საჩემპიონო ფარი ჩემპიონებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადასცეს.

„ტორპედოს" გარდა ევროთასებზე კიდევ 3 გუნდი იასპარეზებს. თბილისის „დინამო" და „სამტრედია" ევროპის ლიგაზე მოსახვედრად იბრძოლებენ. კიდევ ერთი გუნდის ვინაობა 2 დეკემბერს გახდება ცნობილი. სეზონის დასკვნით შეხვედრა, 2017 წლის დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი გორში გაიმართება. ჩემპიონი „ტორპედო" საჩხერის „ჩიხურას" დაუპირისპირდება. იმ შემთხვევაში, თუ თასს „ჩიხურა" დაეუფლება, ევროთასებზე სწორედ ეს გუნდი იასპარეზებს. „ტორპედოს" გამარჯვების შემხთვევაში ევროპის ლიგის შესარჩევ ეტაპზე ძალებს ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი თბილისის „საბურთალო" მოსინჯავს.  

მომავალი სეზონი 2018 წლის მარტში დაიწყება. უკვე ცნობილია, რომ ეროვნულ ლიგას დატოვებს ბოლოადგილოსანი ქობულეთის „შუქურა", ხოლო მის ადგილს ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებული „რუსთავი" დაიკავებს. ბათუმის „დინამო" და ფოთის „კოლხეთი" შესაბამისად ბოლნისის „სიონსა" და მარტვილის „მერანს" დაუპირისპირდებიან. გამარჯვებულები 2018 წელს ეროვნულ ლიგაში, ხოლო დამარცხებულები ეროვნული ლიგა 2-ში იასპარეზებენ.

დინამო  0:1  ტორპედო

გოლი: 0:1 კაპანაძე 74'

გაფრთხილება: გურული 20'  ქავთარაძე 27'  გიგაური 51'  ფალავანდიშვილი 83'  ქიმაძე 92'

გაძევება: ტუღუში 97'

 დინამო: ლიტოვჩენკო, გეგეჭკორი, სალუქვაძე, გადრანი, კობოური, კუცია (კოვტალიუკი 87), კიტეიშვილი, ქოჩლაძე (დავითაშვილი 70), შულაია, მიქელთაძე, ქავთარაძე

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ხურცილავა, კაპანაძე, კუხიანიძე, ფალავანდიშვილი (მამასახლისი 85), გურული, კუტალია, დოლიძე (კორობკა 74), ქიმაძე, გიგაური (ტუღუში 63)

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

ფოტო: WWW.GFF.ge
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 თებერვალი 15
14 თებერვალს ლაგოდეხის ბაზაზე სფფ აკადემიის კახეთის რეგიონის ფილიალი გაიხსნა. აკადემიაში, რომელსაც ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა, 2003-2004 წელს დაბადებული 40 ბავშვი უკვე ვარჯიშობს. ნოდარ ახალკაცის სახელობის აკადემია მთლიანად კახეთის რეგიონს მოიცავს. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, ფედერაციის ხელმძღვანელებთან და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ზაზა დოლიძესთან ერთად, ქუთაისში ფეხბურთისა და რაგბის ახალი ბაზების მშენებლობა მოინახულა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
28 იანვარს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში, სამეგრელოს რეგიონის საფეხბურთო აკადემიის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 24
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (GFF) აცხადებენ მიღებას ერთობლივ სასერტიფიკატო პროგრამაზე ფეხბურთის მენეჯმენტში.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 28
27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2017-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.