სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: საჩხერის ჩიხურამ საქართველოს თასი მოიგო!

თარიღი: 2017 დეკემბერი 04


საჩხერის ჩიხურამ საქართველოს თასი პირველად მოიგო

2 დეკემბერს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2017 წლის გათამაშების ფინალი გაიმართა. 
საჩხერის „ჩიხურასა" და ქუთაისის „ტორპედოს" დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მომენტები ორივე კართან შეიქმნა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ფეხბურთელები არაზუსტად მოქმედებდნენ და მატჩის ძირითად დრო გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა. გოლის გატანის ყველაზე რეალური შესაძლებლობა ქუთაისელებს ჰქონდათ, თუმცა მე-20 წუთზე 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა არაზუსტად გიორგი კუხიანიძემ შეასრულა. გუნდებმა გოლის გატანა ვერც დამატებით დროში მოახერხეს და გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა. 11-მეტრიანები უკეთ საჩხერელებმა შეასრულეს, მეტოქე ანგარიშით 4:3 დაამარცხეს და არსებობის განმავლობაში პირველად დაეუფლნენ საქართველოს თასს. აღსანიშნავია, რომ თასის გათამაშების წლევანდელ სეზონში „ჩიხურას" გოლი არ გაუშვია, მეტოქეთა კარში კი, იმერლებმა 17 გოლი გაიტანეს.
ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. შეხვედრის გუნდებს და მსაჯთა ბრიგადას კუთვნილი ჯილდოები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ „ჩიხურას" ბოსნიელი მეკარე დინო ჰამზიჩი დასახელდა.

ჩიხურა - ტორპედო 0:0 (. 0:0; პენ. 4:3)
გორი, „თენგიზ ბურჯანაძე"
ჩიხურა: ჰამზიჩი, მირცხულავა, ფონიავა (73' ლექვთაძე), გაბედავა, სარდალიშვილი (97' ცხადაძე), კორიფაძე, ტატანაშვილი, კაკუბავა, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი (113' განუგრავა), გორგიაშვილი
სათადარიგო შემადგენლობა: მწყერაშვილი, გრიგალაშვილი, ჭელიძე, დეკანოიძე
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ხურცილავა, კუხიანიძე, ფალავანდიშვილი, გურული, კორობკა (82' კვირკვია), კუტალია, დოლიძე (114' ბერიაშვილი), ქიმაძე, გიგაური (118' ბაბუნაშვილი)
სათადარიგო შემადგენლობა: მეშველიანი, ჭიჭინაძე, მამასახლისი, საღრიშვილი
მთავარი მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი
მსაჯები: ჯ. ხორავა, დ. ჩიგოგიძე, გ. ელიკაშვილი, დ. სანოძე, პ. მაჭარაძე, გ. ავაზაშვილი
გაფრთხილება: 19' ჰამზიჩი (ჩიხურა), 27' ფალავანდიშვილი, 30' ქიმაძე, 52' კორობკა, 78' გურული, 112' ხურცილავა (ყველა ტორპედო)

gff.ge

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 01
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის VIP დარბაზმა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ გამოცემული წიგნის - „ვიტალი დარასელია 60" - პრეზენტაციას უმასპინძლა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 29
24 ნოემბერს ესპანეთში, ბასკეთის ავტონომიის ქალაქ ეიბარში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ერთობლივად გამოცემული წიგნის - „ბასკებით დაწყებული ისტორია" - პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორი სსჟა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე გახლავთ.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 27
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის 2017 წლის სეზონი ქუთაისის „ტორპედოს" ტრიუმფით დასრულდა. ქუთაისლებმა ჩემპიონობა თბილისის „დინამოსთან" შეხვერდაში „დინამო არენაზე" მოიპოვეს.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 15
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილ საზოგადოებას ახალი წიგნი „ლაღი ფეხბურთის წლები" წარუდგინა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 15
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევრო 2017-ის შესარჩევ ტურნირში პირველი გამარჯვება იზეიმა: გია გეგუჩაძის გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიტვას 1:0 სძლია.