სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: საბა კვერკველია წლის მოთამაშეა!

თარიღი: 2017 დეკემბერი 28


2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო საბა კვერკველიამ
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისგან ლევან კობიაშვილისგან მიიღო
(ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი)

27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2017-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.

სპეციალური პრიზები მიიღეს:
2017 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა საბა კვერკველიამ („ლოკომოტივი", მოსკოვი, რუსეთი)
2017 წლის სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი ნინო სუთიძე („ატაშეჰირ ბელედიესპორი", თურქეთი)
2017 წლის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე („გენტი", ბელგია).
2017 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი
2017 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელარუსი)
2017 წლის სეზონის საუკეთესო მსაჯი ჯენერი ხორავა

გარდა ნომინაციებში გამარჯვებულებისა, ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, უკვე ტრადიციულად, საპატიო ჯილდო გადაეცათ, იმ ადამიანებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ფეხბურთის განვითარებაში.
მასობრივ ფეხბურთში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო გადაეცათ თენგიზ კაციასა და ავთო შენგელიას, რომლებიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის უახლესი პროექტის „ფეხბურთი სკოლებში" აქტიურ მონაწილეობას იღებენ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს რეგიონების 1000 საჯარო სკოლის ფიზ.მომზადებს მასწავლებლები გადამზადდენ, რათა მათ სამომავლოდ, 1-2 კლასის მოსწავლეებს უფასო საფეხბურთო გაკვეთილები შესთავაზონ. 
ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური პრიზი სპორტულმა ჟურნალისტმა დავით ქლიბაძემ მიიღო, რომელიც ათწლეულების მანძილზე მუშაობდა ქართული ფეხბურთისა და ზოგადად, სპორტის პოპულარიზაციისათვის. 
ქართული ფეხბურთის წინაშე გაწეული უზარმაზარი ღვაწლისთვის საპატიო ჯილდო ლეგენდარულ მწვრთნელსა და ფეხბურთის ფედერაციის პირველ პრეზიდენტს ნოდარ ახალკაცს გადაეცა. 2 იანვარს ლეგენდარულ საფეხბურთო მოღვაწეს 80 წელი შეუსრულდებოდა. დაჯილდოებუის ცერემონიაზე საპატიო პრიზი მისმა ვაჟმა, ნოდარ ახალკაცმა უმცროსმა მიიღო. 

წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ასევე ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესოები გამოავლინეს. სპეციალური პრიზები მიიღეს:
2017 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა და თავდამსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ, რომელიც ასევე 25 გატანილი გოლით ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (თბილისის „ლოკომოტივი")
2017 წლის სეზონის საუკეთესო მეკარემ როინ კვასხვაძემ (ქუთაისის „ტორპედო")
2017 წლის სეზონის საუკეთესო მცველმა ლაშა თოთაძემ (თბილისის „დინამო").
2017 წლის სეზონის საუკეთესო ნახევარმცველმა გიორგი ხარაიშვილმა (თბილისის „საბურთალო")
2017 წლის სეზონის საუკეთესო ლეგიონერმა, კოტ დივუარელმა ანტე გიმ („სამტრედია")
2017 წლის სეზონის საუკეთესო გოლი გრიგოლ დოლიძე (ქუთაისის „ტორპედო")    
2017 წლის სეზონის წლის საუკეთესო მწვრთნელმა კახაბერ ჩხეტიანმა (ქუთაისის „ტორპედო")

ეროვნული ლიგა 2-ის 2017 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა და ბომბარდირმა დათა სიჭინავამ („რუსთავი", 30 გოლი)
ეროვნული ლიგა 2-ის 2017 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელმა ვარლამ კილასონიამ („რუსთავი")

GFF AWARDS 2017-ზე სეზონის სიმბოლური ნაკრები დასახელდა:
მეკარე: როინ კვასხვაძე ("ტორპედო")
მცველები: გიორგი ქიმაძე ("ტორპედო"), ლაშა თოთაძე ("დინამო"), გიორგი რეხვიაშვილი ("ლოკომოტივი"), გიორგი მჭედლიშვილი ("სამტრედია")
ნახევარმცველები: გიორგი ხარაიშვილი ("საბურთალო"), გიორგი კუხიანიძე ("ტორპედო"), ოთარ კიტეიშვილი ("დინამო"), გრიგოლ დოლიძე ("ტორპედო")
თავდამსხმელები: თორნიკე კაპანაძე ("ტორპედო"), ირაკლი სიხარულიძე ("ლოკომოტივი")

ყოველწლიურ დაჯილდოებაზე ეროვნული ლიგის ფენტეზის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. პირველ ადგილზე გასულ გიორგი არჩვაძეს 3000 ლარი გადაეცა, მეორე ადგილოსან გაგი კირთაძეს 2000, მესამე ადგილი კი, შალვა ჯანაშვილმა დაიკავა და მან ფეხბურთის ფედერაციისგან 1000 ლარი მიიღო. 
დღევანდელ ღონისძიებაზე, ფეხბურთის ფედერაციის პარტნიორმა კომპანია GFM STUDIO-მ, რომელმაც მიმდინარე წელს ეროვნული ლიგის მატჩების ტრანსლაცია განახორციელა, საუკეთესო რესპოდენტი ფეხბურთელი და საუკეთესო რესპოდენტი მწვრთნელი დაასახელა. აღნიშნულ ნომინაციაში სპეციალური პრიზი მიიღეს ქობულეთის „შუქურას" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი შაშიაშვილმა და თბილისის „დინამოს" კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 04
2 დეკემბერს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2017 წლის გათამაშების ფინალი გაიმართა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 01
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის VIP დარბაზმა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ გამოცემული წიგნის - „ვიტალი დარასელია 60" - პრეზენტაციას უმასპინძლა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 29
24 ნოემბერს ესპანეთში, ბასკეთის ავტონომიის ქალაქ ეიბარში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ერთობლივად გამოცემული წიგნის - „ბასკებით დაწყებული ისტორია" - პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორი სსჟა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე გახლავთ.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 27
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის 2017 წლის სეზონი ქუთაისის „ტორპედოს" ტრიუმფით დასრულდა. ქუთაისლებმა ჩემპიონობა თბილისის „დინამოსთან" შეხვერდაში „დინამო არენაზე" მოიპოვეს.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 15
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილ საზოგადოებას ახალი წიგნი „ლაღი ფეხბურთის წლები" წარუდგინა.