სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მარტვილში ბავშვთა საფეხბურთო აკადემია გაიხსნა

თარიღი: 2018 იანვარი 29

28 იანვარს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში, სამეგრელოს რეგიონის საფეხბურთო აკადემიის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია, თბილისის „დინამო"-ს პრეზიდენტი რომან ფიფია, ადგლობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანი და მომავალი ფეხბურთელები დაესწრნენ.

მარტვილის ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის შექმნა რეგიონში ახალგაზრდა ფეხბურთელების ფორმირებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს და სამეგრელოში ფეხბურთის განვითარებას ემსახურება. აკადემია სპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ფეხბურთის ფედერაციის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მუშაობის შედეგად შეიქმნა. მხოლოდ 2018 წელს მარტვილის საფეხბურთო აკადემია 180 ბავშვს მოამზადებს.

გახსნის საზეიმო ღონისძიების პარალელურად, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა მარტვილის საფეხბურთო აკადემიასა და ფეხბურთის კლუბ თბილისის „დინამო"-ს შორის, რომლის თანახმად, აკადემიაში 8-13 წლამდე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული 6 ასაკობრივი ჯგუფი იფუნქციონირებს. ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის საწვრთნელი პროცესი დინამოს პროგრამით ჩატარდება და ამასთან, დინამო თბილისი მათ ტრანსპორტირებას, ეკიპირებასა და სხვა საჭიროებებს უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მარტვილის საფეხბურთო აკადემიაში ფეხბურთელები სრულიად უფასოდ მოემზადებიან.  

ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა მუნიციპალიური განვითარების ფონდის, ევროპის საინვესტიციო ბანკის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით. სამუშაობზე სულ 2,2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, აქედან: ადგილობრვი მუნიციპალიტეტიდან 183 000 ლარი, შენობის რეაბილიტაცია 728 000 ლარი (მგფ - EIB) და მოედნის მშენებლობა 1 300 000 ლარი (მგფ - EIB).
საფეხბურთო სკოლის გახსნის ცერემონიალზე ლევან კობიაშვილმა საკუთარ გამოსვლაში განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მარტვილის სკოლის ხელმძღვანელებს, აკადემიის მშენებლობაში ჩართულ ადამიანებს, ინვესტორს - თბილისის დინამოს და წარმატებები უსურვა.

გახსნის ცერემონიას დინამოს ლეგენდარული ფეხბურთელები - ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი, ოთარ გაბელია, თენგიზ სულაქველიძე, რევაზ ძოძუაშვილი, დავით მუჯირი, ვახტანგ ქორიძე და ლევან ნოდია ესწრებოდნენ. 

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 თებერვალი 15
14 თებერვალს ლაგოდეხის ბაზაზე სფფ აკადემიის კახეთის რეგიონის ფილიალი გაიხსნა. აკადემიაში, რომელსაც ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა, 2003-2004 წელს დაბადებული 40 ბავშვი უკვე ვარჯიშობს. ნოდარ ახალკაცის სახელობის აკადემია მთლიანად კახეთის რეგიონს მოიცავს. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, ფედერაციის ხელმძღვანელებთან და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ზაზა დოლიძესთან ერთად, ქუთაისში ფეხბურთისა და რაგბის ახალი ბაზების მშენებლობა მოინახულა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 24
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (GFF) აცხადებენ მიღებას ერთობლივ სასერტიფიკატო პროგრამაზე ფეხბურთის მენეჯმენტში.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 28
27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2017-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 04
2 დეკემბერს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2017 წლის გათამაშების ფინალი გაიმართა.