სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ქუთაისში ფეხბურთისა და რაგბის ახალი მოედნების მშენებლობა სრულდება

თარიღი: 2018 იანვარი 29

კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, ფედერაციის ხელმძღვანელებთან და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ზაზა დოლიძესთან ერთად, ქუთაისში ფეხბურთისა და რაგბის ახალი ბაზების მშენებლობა მოინახულა.

ქუთაისში ფეხბურთისა და რაგბის ახალი მოედნები, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში შენდება.

ახალი სპორტული ინფრასტრუქტურული პროგრამის განხორციელება სახელმწიფოს მხარდაჭერით 2017 წლიდან დაიწყო, რომლის თანახმად, თბილისსა და ქუთაისში სულ საერთაშორისო სტანდარტების 10 მოედანი უნდა აშენდეს.

ქუთაისის ახალ სპორტულ ბაზებზე ფეხბურთისა და რაგბის  2 ბუნებრივსაფარიანი და 1 ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყობა, რამდენიმე ასეულ მაყურებელზე გათვლილი მცირე ტრიბუნებით. ქუთაისში მიმდინარე ახალი სპორტული მოედნების მშენებელობა უახლოეს მომავალში დასრულდება.



შალვა გოგოლაძე (კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე):
„სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, 2017 წელს თბილისსა და ქუთაისში 10 სტადიონის მშენებლობა დავიწყეთ. უახლოეს პერიოდში ახალი ბაზები ექსპლოატაციაში შევა, 7 თბილისში მოეწყობა, 3 კი ქუთაისში.

ამჯერად ქუთაისში ვიმყოფებით და სამშენებლო პროცესს ვათვალიერებთ. ეს მოედნები მოემსახურება როგორც ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებებს, ასევე სხვადასხვა გუნდებს, როგორც სათამაშო, ასევე საწვრთნელი პროცესების გასავლელად ფეხბურთსა და რაგბიში.

აღსანიშნავია, რომ  უახლოეს მომავალში ახალი სპორტის სასახლეების გახსნა იგეგმება ბათუმში,  გორში და თელავში."

ლევან კობიაშვილი (ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): „გავეცანით ქუთაისში მიმდინარე სამუშაოებს. ჯერჯერობით ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობს და ძალიან მალე დასრულდება კიდეც ახალი მოედნების მშენებლობა.

მსურს ხაზი გავუსვა ამ პროექტის მნიშვნელობას და დიდი მადლობა გადავუხადო  როგროც ჩვევს მთავრობსა, ასევე სპორტის ყოფილ მინისტრს, ტარიელ ხეჩიკაშვილს, რომლის წვლილი ძალიან დიდი ამ პროექტის განხორციელებაში. ახალი ინფრასტრუქტურა ქართულ ფეხბურთს ძალიან სჭირდება და დარწმუნებული ვარ, ამ მოედნებზე არაერთი ნიჭიერი და წარმატებული ქართველი ფეხბურთელი გაიზრდება."

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 თებერვალი 15
14 თებერვალს ლაგოდეხის ბაზაზე სფფ აკადემიის კახეთის რეგიონის ფილიალი გაიხსნა. აკადემიაში, რომელსაც ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა, 2003-2004 წელს დაბადებული 40 ბავშვი უკვე ვარჯიშობს. ნოდარ ახალკაცის სახელობის აკადემია მთლიანად კახეთის რეგიონს მოიცავს. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
28 იანვარს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში, სამეგრელოს რეგიონის საფეხბურთო აკადემიის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 24
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (GFF) აცხადებენ მიღებას ერთობლივ სასერტიფიკატო პროგრამაზე ფეხბურთის მენეჯმენტში.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 28
27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2017-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 04
2 დეკემბერს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2017 წლის გათამაშების ფინალი გაიმართა.