ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფეხბურთში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში 30 მაისს შვეიცარიასთან ფრედ - 0:0 ითამაშა და ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსები მინიმუმადე შეამცირა.
ეროვნულ სტადიონზე გამართულ შეხვედრას 30 000 მაყურებელი დაესწრო, ქართველი ახალგაზრდები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მეტოქის კარის აღება ვერ შეძლეს.
მატჩი ქართველთათვის უიღბლოდ დაიწყო, პირველივე წუთებზე ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა - ირაკლი კლიმიაშვილმა, მე-18 წუთზე კი რევაზ ბარაბაძემ გოლის გატანა შეძლო, თუმცა გვერდითმა მსაჯმა მეკარეზე თავდასხმა დააფიქსირა და საქართველოს დაწინაურების შანსი დაუკარგა.
ჯგუფის ლიდერ შვეიცარიასთან ფრედ ნათამაშები შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ევროპის 2011 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი კიდევ აქვს. ფინალში ჯგუფის გამარჯვებული და საუკეთესო მე–2 ადგილოსანი გავლენ.
ოთარ გაბელიას გუნდი 7 მატჩში 9 ქულას ფლობს და მე-5 ადგილზეა. ქართველ ახალგაზრდებს წინ 2 რთული გასვლითი მატჩი აქვთ სომხეთსა და თურქეთში.
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. 26 მაისი. თბილისი, "ბორის პაიჭაძე", 3000 მაყურებელი.
საქართველო (U21) - შვეიცარია (U21) 0:0
საქართველო: კვასხვაძე (კაპ), კვეკვესკირი, კაკუბავა, ხიდეშელი, თოთაძე, დაუშვილი, კლიმიაშვილი (განუგრავა, 11 (ბენაშვილი, 79)), ოქრიაშვილი, ანანიძე, ივანიშვილი, ბარაბაძე (ვაწაძე, 81).
მწვრთნელი: ოთარ გაბელია.
შვეიცარია: სომერი (კაპ), როლფ ფელტშერი, პავლოვიჩი, კოხი (აბრაში, 36), აფოლტერი, ჰოხშტრასერი, ფრანკ ფელტშერი, კასამი, ჩიაროკი (კოსტანცო, 46), ბენ ხალიფა, შურფი (ვისი, 83).
მწვრთნელი: პიერლუიჯი ტამი.
გაფრთხილებები: განუგრავა (34), დაუშვილი (45+4), კასამი (45+4), ჰოხშტრასერი (63), ფრანკ ფელტშერი (68), კოსტანცო (70), ბარაბაძე (78), აბრაში (90+8).
მთ. მსაჯი: რიჩარდ ტრუცი (სლოვაკეთი)
1 |
შვეიცარია |
9 |
5 |
2 |
2 |
14-8 |
17 |
2 |
თურქეთი |
8 |
4 |
1 |
3 |
12-10 |
13 |
3 |
ესტონეთი |
9 |
3 |
3 |
3 |
9-11 |
12 |
4 |
სომხეთი |
8 |
3 |
1 |
4 |
14-16 |
10 |
5 |
საქართველო |
7 |
2 |
3 |
2 |
8-5 |
9 |
6 |
ირლანდია |
7 |
0 |
4 |
3 |
6-13 |
4 |