სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ახალგაზრდულმა ნაკრებმა მოლდოვასთან 2:2 ითამაშა

თარიღი: 2011 აგვისტო 11



10 აგვისტოს, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი გამართ - სტუმრად მოლდოვის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდა და 2:2 ეთამაშა.  ქართველთაგან გოლები ირაკლი შეყილაძემ და ირაკლი ქობალიამ გაიტანეს. ოთარ გაბელიას გუნდი ორჯერ იგებდა, თუმცა მოლდოველმა არბიტრმა თანამემამულეებს ორი თერთმეტმეტრიანის დარტყმის საშუალება მისცა და მატჩიც საბოლოოდ ფრედ დასრულდა.

მასპინძლებმა მეორე თერთმეტმეტრიანი მსაჯის მიერ დამატებულ 95-ე წუთზე გაიტანეს. ოთარ გაბელის გუნდს მომდევნო მატჩი 1 სექტემბერს თბილისში ელის, როდესაც ევროპის 2013 წლის შესარჩევი ეტაპის მატჩში ესპანეთს შეხვდება

მოლდოვა-საქართველო 2:2 (0:1)

მოლდოვა: რუსუ, ლეი, კოსტანდაკი, იონიცე (ლამბარსკი 70), მანდრიჩენკო, ანდრონიკი (ტრიბოი 70), გეორგიევი (სკრიპჩენკო 88), სტარჩუკი (გინსარი 54), ჰონავსკი, დიულგერი, ჟადრანი.
მწვრთნელი: სერგეი შირილოვი.

საქართველო: ზარქუა (ლეგაშვილი 46), იოსელიანი, აფაქიძე, კალანდაძე, ჯიშკარიანი, ყაზაიშვილი (გუგუჩია 80), კვეკვესკირი, თარხნიშვილი (ოქრიაშვილი 46), ჭანტურია (ჯიღაური 46), ძალამიძე (ქობალია 46), შეყილაძე (ბეგლარიშვილი 81).
მწვრთნელი: ოთარ გაბელია.
გოლები: 0:1 შეყილაძე (32), 1:1 ანდრონიკი (64, პენ), 1:2 ქობალია (84), 2:2 მანდრიჩენკო (90+5, პენ).
გაფრთხილებები: ძალამიძე 27, ოქრიაშვილი 77.
მსაჯი: გენადი სიდენკო (მოლდოვა).

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 თებერვალი 15
14 თებერვალს ლაგოდეხის ბაზაზე სფფ აკადემიის კახეთის რეგიონის ფილიალი გაიხსნა. აკადემიაში, რომელსაც ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა, 2003-2004 წელს დაბადებული 40 ბავშვი უკვე ვარჯიშობს. ნოდარ ახალკაცის სახელობის აკადემია მთლიანად კახეთის რეგიონს მოიცავს. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, ფედერაციის ხელმძღვანელებთან და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ზაზა დოლიძესთან ერთად, ქუთაისში ფეხბურთისა და რაგბის ახალი ბაზების მშენებლობა მოინახულა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
28 იანვარს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში, სამეგრელოს რეგიონის საფეხბურთო აკადემიის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 24
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (GFF) აცხადებენ მიღებას ერთობლივ სასერტიფიკატო პროგრამაზე ფეხბურთის მენეჯმენტში.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 28
27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2017-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.