სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ ტელეფონი: 2 23 02 03

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

დიდი სიურპრიზი - 2015 წლის უეფას სუპერთასის მასპინძელი თბილისია!

თარიღი: 2012 ივნისი 30

გადაწყდა - 2015 წლის 12 აგვისტოს, თბილისი და საქართველო, პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უეფას სუპერთასის მასპინძელი იქნება.

ეს გადაწყვეტილება დღეს, კიევში, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი - რევაზ არველაძე ესწრებიან.

უეფას გადაწყვეტილებით, 2013 წლიდან, მონაკო სუპერთასის ტრადიციული მასპინძელი აღარ იქნება და ამიერიდან, ყოველწლიურად მას სხვადასხვა ქალაქები უმასპინძლებენ. მაგალითად, 2013 წელს, ფინალური მატჩი პრაღაში ჩატარდება; ხოლო, ჩვენდა სასიხარულოდ, 2015 წელს, ამ დიდი მატჩისა და ღონისძიების მასპინძელი ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი იქნება.

ამ ეტაპზე, დეტალები ჯერ ცნობილი არაა. გადაწყვეტილება სულ რამდენიმე წუთის წინ, კიევში, საგანგებო პრესკონფერენციაზე გაჟღერდა. ჩვენთვის საინტერესო ყველა კითხვას კი,ამომწურავი პასუხი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების თბილისში დაბრუნების შემდეგ გაეცემა.



სფფ-ის პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2013 მაისი 23
საქართველოს ჩემპიონმა თბილისის დინამომ სეზონი შესანიშნავად დაასრულა: გუშინ, 22 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების ფინალში საჩხერის ჩიხურას 3:1 სძლია და დუბლი შეასრულა. დინამოელებმა საქართველოს თასი მეათედ მოიგეს, 2003 წლის შემდეგ კი პირველად დაასრულეს სეზონი ჩემპიონის და თასის მფლობელის რანგში.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2013 მაისი 21
28 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით თბილისის ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ნოდარ ახალკაცის სახელობის ბავშვთა VI საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი გაიმართება.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2013 მაისი 20
საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატი დასრულდა: ქვეყნის ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა თბილისის დინამომ უძლიერესის სახელი ხუთწლიანი შესვენების შემდეგ დაიბრუნა. პირველობის უკანასკნელ, XXXII-ე ტურში დუშან უჰრინის გუნდმა 2011-2012 წლების ჩემპიონი ზესტაფონი 6:1 გაანადგურა, რის შემდეგაც ჩემპიონის თასი და ოქროს მედლები ჩაიბარა. გამარჯვებულები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ და გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ დააჯილდოვეს.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2013 მაისი 17
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევრო 2013-ის ელიტ-რაუნდისთვის მზადება კარგა ხანია დაიწყო. გუშინ გია ცეცაძის გაწვრთნილი გუნდი სერბეთის ქალაქ სტარა პაზოვაში მასპინძელ თანატოლებს გაეჯიბრა და 1:0 გაიმარჯვა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2013 მაისი 13
...ზუსტად არ მახსოვს რამდენი წლის ვიყავი. ალბათ რვის ან ცხრის. შინ ვთამაშობდი, მამაჩემის წიგნებში ვიქექებოდი. ძალიან მიყვარდა უფროსების ნივთების თვალიერება და მაშინაც ამით ვერთობოდი.