სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელარუსსა და ესპანეთს დინამო არენაზე დაუპირისპირდება

თარიღი: 2012 ივლისი 16

გულშემატკივართა უდიდესი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წლევანდელ საშინაო თამაშებს „დინამო არენაზე" გამართავს.

ამის შესახებ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უკვე ოფიციალური წერილებით აცნობა ფიფას, უეფას და ჩვენი მეტოქე ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებს.

მაშასადამე, 7 სექტემბერს, შესარჩევი ციკლის პირველ საშინაო მატჩს „ჯვაროსნები" ბელორუსის ნაკრების წინააღმდეგ, „დინამო არენაზე" გამართავენ. 11 სექტემბერს კი, ამავე სტადიონზე ვეროპის 2012 წლის ჩემპიონს - ესპანეთის ნაკრებს ვუმასპინძლებთ.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროშესარჩევის დარჩენილ ორ საშინაო მატჩს „მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე გამართავს.

ალექსანდრე ჩივაძის გუნდი 15 აგვისტოს ხორვატიას დაუხვდება; 6 სექტემბერს კი - ესტონეთის ნაკრებს.

სფფ-ის პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2013 ივნისი 18
დღეს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი დავით ყიფიანი 62 წლის გახდებოდა. საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე 2001 წლის 17 სექტემბერს ავტოავარიას ემსხვერპლა. ილია ბაბუნაშვილის ეს წერილი, რომელიც დავით ყიფიანს ეძღვნება, ტრაგედიამდე სამი წლით ადრე გაზეთ სარბიელში გამოქვეყნდა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2013 ივნისი 18
დღეს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი დავით ყიფიანი 62 წლის გახდებოდა. საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე 2001 წლის 17 სექტემბერს ავტოავარიას ემსხვერპლა. გიო ახვლედიანის ეს წერილი, რომელიც დავით ყიფიანს ეძღვნება, ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში, გაზეთ სარბიელში გამოქვეყნდა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2013 ივნისი 18
საქართველოს ჩემპიონმა და თასის მფლობელმა თბილისის დინამომ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. დუშან უჰრინის გუნდმა გუშინ ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე სომხეთის ჩემპიონს გიუმრის შირაქს უმასპინძლა. ამხანაგური მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2013 ივნისი 14
14 ივნისს ლიტვის ქალაქ კაუნასში 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები, რომელმაც ფინალური ეტაპის საგზური ბელგიაში გამართულ ელიტ რაუნდში მოიპოვა ევროპირველობაზე  A-ჯგუფში ითამაშებს, მეტოქეებად კი საფრანგეთი, თურქეთი და სერბეთი ეყოლება.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2013 ივნისი 06
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ბაქოში გათამაშებული კასპიის თასი მეოთხე ადგილზე დაასრულა: ნოდარ აკობიას გუნდმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იაპონიასთან 0:0 ითამაშა, პენალტები სერიაში კი ხელი მოეცარა - 3:5.