საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

15 აგვისტოს, საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგში მასპინძელთა გუნდთან ამხანაგური შეხვედრა გამართა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. თემურ ქეცბაიას გუნდისთვის ეს შეხვედრა იყო მსოფლიოს 2014 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე ბოლო მოსამზადებელი მატჩი, რომელიც მწვრთნელს ზოგიერთ მოთამაშეზე დასაკვირვებლად და ნაკრების შესათამაშებლად უნდა გამოეყენებინა. ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიში თამაშის დაწყებიდან მე-2 წუთზევე გახსნეს - ლევან მჭედლიძემ ბურთი საჯარიმოს ხაზთან მიიღო, კარგად და დროულად დაამუშავა და მეკარეს შორეულ კუთხეში გაუტანა - 1:0.
მე-14 წუთზე მსაჯმა გურამ კაშია გააძევა - მატჩის არბიტრმა ჩათვალა, რომ კაშიამ ვინც მეტოქის შეტევა შეაჩერა ეს ბოლო იმედის ჯარიმად გამოიყენა. ნაკრები 10 კაცით დარჩა, თუმცა მეორე გოლის გატანა მაინც მოახერხა - 34-ე წუთზე კანკავამ ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას ალექსანდრე ამისულაშვილმა დაასწრო და ანგარიში 2:0 გახადა. მასპინძლებმა ანგარიშის გაქვითვა 81-ე წუთზე შეძლეს, როდესაც ხუბუტიას ბურთი ხელზე მოხვდა, ლუქსემუბრგელ თავდამსხმელს იოახიმს კი თერთმეტმეტრიანიდან გატანის შანსი მიეცა და გამოიყენა 2:1. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 7 სექტემბერს ბელარუსთან გამართავს, როდესაც მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში მეტოქეს თბილისში „დინამო არენაზე" უმასპინძლებს.
დიფერდანჟი, "პარკ დე სპორტსი"
ლუქსემბურგი-საქართველო 1:2 (0:2)
საქართველო: ლორია, კაშია, ხუბუტია, ამისულაშვილი (ფოფხაძე 60), გრიგალავა, კანკავა, ანანიძე (გურული 67), კობახიძე (ლობჟანიძე 46), ოქრიაშვილი (გელაშვილი 90+1), თარგამაძე (დაუშვილი 46), მჭედლიძე (სირბილაძე 46).
გოლები: 0:1 მჭედლიძე (2), 0:2 ამისულაშვილი (34), 1:2 იოახიმი (84)
გაძევება: კაშია 14.
სამინისტროს პრესსამსახური