სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

დავით გოგია - 65

თარიღი: 2013 იანვარი 17

17 იანვარს ვეტერან ფეხბურთელს, გასული საუკუნის 70-იანი წლების თბილისის დინამოს მეკარეს დავით გოგიას 65 წელი შეუსრულდა. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ბატონ დავითს იუბილეს ულოცავს და ჯანმრთელობას უსურვებს!

დავით გოგიას დებიუტი თბილისის დინამოში 1968 წლის 12 ნოემბერს შედგა: სსრკ-ს ჩემპიონატში, კუიბიშევის კრილია სოვეტოვთან 7:1 მოგებული შეხვედრის მიწურულს რამაზ ურუშაძის ნაცვლად ჩაერთო თამაშში. 1970-1971 წლებში ქუთაისის ტორპედოს მეკარე გახლდათ, 1972-1979 წლებში კი თბილისის დინამოს წევრი. კარიერა 1980 წელს დაასრულა ლანჩხუთის გურიაში ჩატარებული 4 მატჩის შემდეგ.

1978 წელს დავით გოგია საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, 1977 წელს - ვიცე-ჩემპიონი, 1972 და 1976 წლებში კი სამჯერ მოიგო პირველობის ბრინჯაოს მედალი. 1976 წელს თბილისის დინამომ ისტორიაში პირველად აღმართა საბჭოთა კავშირის თასი - გოგია ძირითადი მეკარე გახლდათ. 1979 წელს, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ვერცხლის მედალს დაეუფლა.

1978 წელს დავით გოგია სსრკ-ს პირველობის 33 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის პირველ ნომრად დაასახელეს.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 თებერვალი 15
14 თებერვალს ლაგოდეხის ბაზაზე სფფ აკადემიის კახეთის რეგიონის ფილიალი გაიხსნა. აკადემიაში, რომელსაც ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა, 2003-2004 წელს დაბადებული 40 ბავშვი უკვე ვარჯიშობს. ნოდარ ახალკაცის სახელობის აკადემია მთლიანად კახეთის რეგიონს მოიცავს. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, ფედერაციის ხელმძღვანელებთან და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ზაზა დოლიძესთან ერთად, ქუთაისში ფეხბურთისა და რაგბის ახალი ბაზების მშენებლობა მოინახულა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
28 იანვარს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში, სამეგრელოს რეგიონის საფეხბურთო აკადემიის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 24
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (GFF) აცხადებენ მიღებას ერთობლივ სასერტიფიკატო პროგრამაზე ფეხბურთის მენეჯმენტში.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 28
27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2017-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.