სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ნოდარ ხიზანიშვილი - 60

თარიღი: 2013 იანვარი 31

1981 წლის 13 მაისს ქართულმა ფეხბურთმა ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია: თბილისის დინამომ უეფას თასების მფლობელთა თასი მოიგო. იმ გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედი ნოდარ ხიზანიშვილი გახლდათ, რომელსაც დღეს 60 წელი შეუსრულდა.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ბატონ ნოდარს დაბადების დღეს ულოცავს, ჯანმრთელობას, მხნეობას, დიდხანს სიცოცხლეს და ჩვენი ფეხბურთის წარმატებას უსურვებს.

ნოდარ ხიზანიშვილი თბილისის დინამოში ბათუმის დინამოდან 1973 წელს გადავიდა. საქართველოს უძლიერესი კლუბის მაისურით მან 1978 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მოიგო, 1976 და 1979 წლებში ქვეყნის თასი აღმართა, 1981 წელს კი თასების მფლობელთა თასს დაეუფლა. ის სსრკ-ს პირველობის სამგზის მესამე და ერთგზის მეორე პრიზიორია.

საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში ნოდარ ხიზანიშვილმა ერთი მატჩი ჩაატარა: 1982 წლის 14 აპრილს არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა, ფეხბურთელის კარიერა კი 1982 წელს ქუთაისის ტორპედოში დაასრულა.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 თებერვალი 15
14 თებერვალს ლაგოდეხის ბაზაზე სფფ აკადემიის კახეთის რეგიონის ფილიალი გაიხსნა. აკადემიაში, რომელსაც ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა, 2003-2004 წელს დაბადებული 40 ბავშვი უკვე ვარჯიშობს. ნოდარ ახალკაცის სახელობის აკადემია მთლიანად კახეთის რეგიონს მოიცავს. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, ფედერაციის ხელმძღვანელებთან და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ზაზა დოლიძესთან ერთად, ქუთაისში ფეხბურთისა და რაგბის ახალი ბაზების მშენებლობა მოინახულა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
28 იანვარს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში, სამეგრელოს რეგიონის საფეხბურთო აკადემიის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 24
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (GFF) აცხადებენ მიღებას ერთობლივ სასერტიფიკატო პროგრამაზე ფეხბურთის მენეჯმენტში.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 28
27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2017-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.