ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 3 დღე დარჩა. ტურნირში მონაწილე გუნდებმა დანიშნულების ადგილზე ჩასვლა დაიწყეს. საქართველოს ნაკრები თელ ავივში 29 აგვისტოს ჩამოვა და ვარშიჯს "ნოკია არენაზე" გააგრძელებს.
თელ ავივში ჩასული იოლად მიხვდები, რომ ქალაქი დიდი სპორტული შეჯიბრისთვის ემზადება - ქუჩებში შეგხვდება კალათბრუთის ევროპის ჩემპიონატის სარეკლამო ბანერები.
„აკროპოლისის თასის" გათამაშების მეორე ტურში საქართველოს მეტოქე საბერძნეთზე მაღალი რეიტინგის მქონე სერბეთი გახლდათ, რომელსაც ილიას ზუროსის გუნდმა ტოლსწორად ეთამაშა და მიუხედავად იმისა, რომ პირველ პერიოდში 10 ქულას აგებდა, გამართული, მიზანმიმართული და დალაგებული თამაშის წყალობით გამარჯვება მოიპოვა - 68:66.
საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთის დედაქალაქ ათენში აკროპოლისის თასის გათამაშებაში ჩაება. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდის პირველი მეტოქე მასპინძელი საბერძნეთი გახლდათ. ქართველებმა ღირსეულად ითამაშეს ძლიერ მეტოქესთან და გაიმარჯვეს - 72:71.
დღეს საქართველოს ნაკრები „აკროპოლისის თასზე" პირველ მატჩს გამართავს. ილიას ზუროსის გუნდის მეტოქე მისივე მშობლიური - საბერძნეთის ეროვნული გუნდი იქნება, რომელსაც 2011 წლის ევრობასკეტზე წვრთნიდა.
საქართველოს 16-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მე-3 ადგილისთვის მატჩში დიდი ბრიტანეთის ნაკრებს დრამატულ ბრძოლაში, ქულის სხვაობით 64:63 მოუგო და ბრინჯაოს მედალთან ერთად მოიგო გაცილებით ძვირფასი ტიტული - ელიტარული, A დივიზიონის საგზური!
საქართველოს 16-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ნახევარფინალშია! ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილ გუნდს ერთი ნაბიჯი აკლია ელიტარულ, A დივიზიონში გადასვლამდე.