საკალათბურთო კლუბმა "არმიამ" მოგების გარეშე დაასრულა ევროჩელენჯზე გამოსვლა. კოტე ტუღუშის გუნდმა ჯგუფური ეტაპის მეექვსე და უკანასკნელი მატჩი შინ "სპორტის სასახლეში" 77:102 დათმო გერმანულ "ტელეკომთან".
საკალათბურთო სუპერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა "არმიამ" მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში ორ კვირაში მეორე თამაში წააგო. კოტე ტუღუშის გუნდი მე-6 ტურში "შსს-აკადემიამ" დაამარცხდა, ხოლო მე-8 ტურში ჩემპიონებს "რუსთავმაც" აჯობა.
საქართველოს ნაკრების და იტალიური „კანტუს" უკანახაზელმა მანუჩარ მარკოიშვილმა ევროლიგაში გამორჩეული მატჩი ჩაატარა - იტალიურმა გუნდმა ევროპული კალათბურთის გრანდი მადრიდის „რეალი" საკუთარ მოედანზე მიიღო და 76:70 დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა კი საუცხოო თამაში აჩვენა - 34:18 წუთში 23 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები 7-9 დეკემბერს ბელარუსის დედაქალაქში დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ბელარუსისა და საქართველოს ნაკრებებთან ერთად მინსკში თავს ლიტვისა და უკრაინის ნაკრებებიც მოიყრიან.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მომავალ სექტემბერში დიდი გამოცდა ელის. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეორედ გასული იგორ კოკოშკოვის გუნდი ჯგუფში მოქმედ ჩემპიონ ესპანეთსა და ტურნირის მასპინძელ სლოვენიასთან მოხვდა.
საკალათბურთო კლუბმა "არმიამ" 4 დეკემბერს ევროჩელენჯზე მეხუთე მატჩი გამართა და კვლავ წააგო. საქართველოს ჩემპიონი ამჯერად ბელგიაში "ანტვერპენ ჯაიანთსთან" 54:87 დამარცხდა. კოტე ტუღუშის გუნდი ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე უკანასკნელ მატჩს 11 ნოემბერს გერმანულ "ტელეკომთან" გამართავს "სპორტის სასახლეში".
სუპერლიგის მიმდინარე სეზონში 35 მატჩი ჩატარდა და მხოლოდ მეშვიდე ტურში დაფიქსირდა დამატებითი დრო. 1 დეკემბერს "დინამოსა" და "ოლიმპს" შორის შეხვედრაში ძირითადი 40 წუთი საკმარისი არ აღმოჩნდა გამარჯვებულის გამოსავლენად, ოვერტაიმში კი გამარჯვება "ოლიმპმა" მოიპოვა.
ქართული საკალათბურთო კლუბი "არმია" 27 ნოემბერს "სპორტის სასახლეში" 72:79 დამარცხდა ებრაულ "ჰაპოელთან" და ევროჩელენჯის ჯგუფური ეტაპიდან გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ორი მატჩი დარჩა ჩასატარებელი.
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატ "ლეგა ბასკეტში" გამორჩეული მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების წევრმა მანუჩარ მარკოიშვილმა. 26 წლის მსროლელმა კარიერაში პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა.