სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კომპანია ბორჯომი კალათბურთის ეროვნულ ნაკრებთან პარტნიორობას ახანგრძლივებს

თარიღი: 2014 თებერვალი 27



მინერალური წყალი „ბორჯომი" უკვე მეოთხე წელია საქართველოს ეროვნული ნაკრების პარტნიორია. დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა ზაზა კიკვაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის თანახმად, მსოფლიოში სახელგანთქმული „ბორჯომი" 2014 წელს, წინა წლების მსგავსად, კვლავ საქართველოს ნაკრების პარტნიორი იქნება.

ზაზა კიკვაძე, კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" გენერალური დირექტორი:

„საქართველოს ეროვნული ნაკრები „ბორჯომის" მხარდაჭერის გარეშე აღარ წარმომიდგენია, სწორედ ამიტომ უკვე მეოთხე წელია მხარს ვუჭერთ  ეროვნულ ნაკრებს. „ბორჯომი" ქართული ბრენდია და გარკვეულწილად ვალდებულებიც კი ვართ გვერდით დავუდგეთ გუნდს, რომელსაც ასეთი დიდი მისია აკისრია. მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს კალათბურთელებს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, იმედი მაქვს მომავალ წელს ყველანი ერთად ვუგულშემატკივრებთ ჩვენს ნაკრებს უკვე ევროპის ჩემპიონატზე უკრაინაში".

მიხეილ გაბრიჩიძე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი:

,,საერთაშორისო ასპარეზზე "ბორჯომის" მინერალური წყალი ყოველთვის საქართველოს სახელთან ასოცირდება, ამიტომ მოხარულნი ვართ, რომ ის კვლავ ჩვენი გენერალური პარტნიორი იქნება. იმედი გვაქვს კალათბურთის პოპულარიზაციის მიზნით მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენი ნაკრები ქართულ ბრენდთან ერთად კიდევ უფრო დიდ ყურადღებას მიიპყრობს მთელ ევროპაში''.

ევრობასკეტ 2015-ის შესარჩევი თამაშები 2014 წლის 10 - 27 აგვისტოს გაიმართება. უკვე ცნობილი არიან ტურნირში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები. E ჯგუფში საქართველო ჩეხეთთან, პორტუგალიასთან და უნგრეთთან მოხვდა. ქართველები ევროშესარჩევ ტურნირს 10 აგვისტოს შინ, ჩეხეთთან მატჩით იწყებენ, რის შემდეგაც 3 გასვლითი თამაში აქვთ - 13 აგვისტოს უნგრეთში, 17 აგვისტოს - პორტუგალიაში და 20 აგვისტოს - ჩეხეთში. საქართველო შესარჩევ ტურნირს ორი საშინაო მატჩით დაასრულებს - 24 აგვისტოს უნგრეთს უმასპინძლებს, ხოლო 27-ში - პორტუგალიას.



ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
www.gbf.ge

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 21
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრა ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტ უორიორსსა" და „მემფის გრიზლის" შორის ანსამბლ „შვიდკაცას" მიერ შესრულებული აშშ-ის ჰიმნით გაიხსნა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 11
20 დეკემბერს, "Oracle Arena"-ზე გასამართ  ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს "გოლდენ  სტეიტი" და "მემფისი" დაუპირისპირდებიან ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშო ~Bubble Head" დარიგდება.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 05
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის „წლის წიგნის" პრეზენტაციას თბილისის „ივენთ ჰოლმა" უმასპინძლა. ქართული კალათბურთის საზოგადოება გაეცნო იმ საკალათბურთო ღონისძიებებს, რომლებსაც  კალათბურთის ფედერაციამ ორგანიზება გასული 4 წლის მანძილზე გაუწია. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 28
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სტუმრად სერბეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 105:87 დამარცხდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 14
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს