სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ანდორიდან დაბრუნებულ გოგონათა ნაკრებს ფედერაციის პრეზიდენტი და გულშემატკივრები დახვდნენ

თარიღი: 2016 ივლისი 25

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. ანდორაში, ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის მომგებმა ნაკრებმა თბილისში საჩემპიონო თასთან ერთად არაერთი ინდივიდუალური პრიზი ჩამოიტანა. მედეა მხეიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია რამდენიმე საათის წინ, სტამბოლის რეისით ჩამოფრინდა, რომლებსაც აეროპორტში უამრავი ადამიანი დახვდა.

ვალენტინ დერიუგინის, ნინო ყიფშიძისა და შოთა იაქაშვილის გაწვრთნილ გოგონათა ნაკრებს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე, ვეტერანი კალათბურთელი ნიკოლოზ დერიუგინი, ვეტერანი ქალი კალათბურთელები, მას-მედიის წარმომადგენლები, ნათესავები, ოჯახის ახლობლები და უბრალოდ, გულშემატკივრები დახვდნენ. აეროპორტში მოვიდა ქართველების ცნობილი სოხუმელი ქომაგი თენგიზ პაჭკორია. ისმოდა შეძახილები, შემთხვევით ამ მოვლენას შემსწრე მგზავრები და უცხოელი ტურისტებიც ჩერდებოდნენ და ევროპის ჩემპიონებს წარმატებას ულოცავდნენ. ნაკრების წევრებმა სიმღერა შემოსძახეს, რაც ძალიან ემოციური იყო და გულშემატკივართა გარკვეულ ნაწილს სიხარულის ცრემლები წასკდა.

საჩემპიონო თასთან ერთად უამრავი ადამიანი იღებდა სურათებს. გარდა ამ ტიტულისა, საქართველოს ნაკრების მოთამაშე, ნატალია ოთხმეზური ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ვიქტორია გეგეშიძეს ერგო სამართლიანი თამაშის (FAIR PLAY)  პრიზი, ხოლო ოთხმეზური და გვანცა ბოჭორიშვილი ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში დაასახელეს.

ყველა ამ ტუტულთან ერთად საქართველოს ნაკრების წევრებმა უმთავრესი - B დივიზიონში ასპარეზობის საგზური მოიგეს.

 

 

gbf.ge

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 21
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრა ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტ უორიორსსა" და „მემფის გრიზლის" შორის ანსამბლ „შვიდკაცას" მიერ შესრულებული აშშ-ის ჰიმნით გაიხსნა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 11
20 დეკემბერს, "Oracle Arena"-ზე გასამართ  ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს "გოლდენ  სტეიტი" და "მემფისი" დაუპირისპირდებიან ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშო ~Bubble Head" დარიგდება.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 05
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის „წლის წიგნის" პრეზენტაციას თბილისის „ივენთ ჰოლმა" უმასპინძლა. ქართული კალათბურთის საზოგადოება გაეცნო იმ საკალათბურთო ღონისძიებებს, რომლებსაც  კალათბურთის ფედერაციამ ორგანიზება გასული 4 წლის მანძილზე გაუწია. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 28
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სტუმრად სერბეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 105:87 დამარცხდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 14
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს