სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გიორგი შერმადინის 27 ქულა მადრიდის რეალთან

თარიღი: 2017 თებერვალი 17

გიორგი შერმადინის დიდებული თამაშის წყალობით „მორაბანკ ანდორა" ძალიან ახლოს იყო, ესპანეთის სამეფო თასის მეოთხედფინალიდან მადრიდის „რეალი" გამოეგდო, თუმცა ძირითადი დროის ბოლო წამებზე სამეფო კლუბმა ანგარიში გაათანაბრა და ოვერტაიმში, 99:93 იმარჯვა. ზეშედეგიანად მოთამაშე ქართველ ცენტრს მხარი ანდორელთა მეორე ქართველმა ლეგიონერმაც - ბექა ბურჯანაძემაც აუწყო და რომ არა ძირითადის ბოლოს მსაჯების გაუგებარი გადაწყვეტილებები, ქართველების გუნდი ხმაურიან გამარჯვებას მოიპოვებდა.

სათქმელია, რომ ძირითადი დროის ბოლო წუთზე მსაჯებმა გიორგი შერმადინის ორქულიანი მასზე დაფიქსირებული ძალიან საეჭვო გარბენის მოტივით გააუქმეს, ხოლო მომდევნო შეტევაში მადრიდელთა უკანახაზელ ერხიო ლიულზე ზონის დარღვევა არ დააფიქსირეს. „რეალმა" ძირითადის ბოლოწამებზე ენტონი რენდოლფის სამქულიანით ანგარიში გაათანაბრ და თამაში ოვერტიმში გადაიყვანა, სადაც უკვე გამარჯვების მოპოვება აღარ გასჭირვებია.

შერმადინი ანდორელთაგან საუკეთესო იყო და მატჩის უმაღლესი შედეგი მადრიდელ სერხიო ლიულთან გაიყო. ამ უკანასკნელმა 22 ქულა, 11 პასი და 7 მოხსნა მიითვალა და სარგებლიანობის კოეფიციენტი 28-ამდე გაზარდა. ამდენივე დააგროვა გიორგი შერმადინმა, რომელმაც მიმდინარე სეზონში 27 ქულით პირადი რეკორდი დააფიქსირა.

გიორგიმ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 33:27 წუთში 16-დან 8 ორქულიანი და 14-დან 11 საჯარიმო ჩააგდო, 27 ქულას კი 7 მოხსნა (3 შეტევაში), 1 ჩაჭრა და 1 დაფარება წაამატა. შერმადინმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3-ჯერ დაუფარეს, 3 პერსონალური მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 11-ჯერ (!) დაჯარიმდნენ.

შედეგიანად ითამაშა ბექა ბურჯანაძემაც. რომელმაც 25:08 წუთში 7 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. ბექამ 4-დან 1 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. ქართველი ფორვარდი დაცვაშიც ყოჩაღად გამოიყურებოდა, სარგებლიანობის კოეფიციენტით (14) კი "მორაბანკ ანდორას" რიგებში მე-4 იყო.

მეორე მეოთხედფინალში თასის გათამაშების მასპინძელმა „ბასკონიამ" „იბეროსტარს" 90:81 სძლია და ნახევრფინალში მადრიდის „რეალს" შეუერთდა. მოგეხსენებათ, ბასკონიელთა ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე შენგელიაა, რომელსაც უკვე თვეე მეტია, ტრავმა აწუხებს და ვიტორიელებს ვერ ეხმარება. შენგელია „იბეროსტართან" მატჩის განაცხადში იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ სრულ მზადყოფნაში არაა და მოედანზე არ გამოჩენილა.



WWW.GBF.GE

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 18
საქართველოს 16-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ნახევარფინალშია! ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილ გუნდს ერთი ნაბიჯი აკლია ელიტარულ, A დივიზიონში გადასვლამდე.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 08
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ NBA-ს ჩემპიონის თასი თბილისის სპორტის სასახლეში გამოფინა. ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო ჯილდოს ოფიციალურ წარდგენაზე უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 03
საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიტვური შეკრება გრძელდება. ქალაქ კლაიპედაში 31 ივლისს ჩასული ჩვენი ერვონული გუნდი ევრობასკეტის მოსამზადებელ ციკლში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ტურნირში, რომელიც 4-5 აგვისტოს გაიმართება. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ივლისი 28
დღეს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების ოფიციალური ფანკლუბი დაფუძნდა. ღონისძიებას ნაკრების ყოფილი მოთამაშეები, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები და გულშემატკივრები დაესწრნენ.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ივლისი 25
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მოსამზადებელ გეგმაში სიახლეა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი სლოვენიაში შეკრებაზე მყოფ რუსეთის სტუდენტურ ნაკრებს დაუპირისპირდება. ეს მატჩი საქართველოს ნაკრების მოსამზადებელ გეგმაში არ შედიოდა, თუმცა რუსეთის სტუდენტური ნაკრები სლოვენიაში შეკრებას გადის და 28 ივლისს სლოვენიელთა ეროვნულ გუნდს გაეჯიბრება, მანამდე კი, მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს ნაკრებს შეხვდება.