სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მინისტრმა გივი ბიჭიაშვილი სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა

თარიღი: 2017 მარტი 06



6 მარტს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ გამოცემული ჟურნალის - "წლის წიგნის" პრეზენტაციაზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, 70 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სპორტის რაინდის წოდებით ვეტერანი კალათბურთელი, ფედერაციის აღმასკომის წევრი გივი ბიჭიაშვილი დააჯილდოვა.

ღონისძიებას მინისტრთან ერთად, საკალათბურთო სამყაროს წევრები და მოწვეული სტუმრები, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები, თბილისისა და რეგიონალური ფედერაციების პრეზიდენტები, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატისა (სუპერლიგა) და სხვადასხვა ლიგებში მონაწილე კლუბების ხელმძღვანელები, მენეჯერები, ბავშვთა საკალათბურთო სკოლების წარმომადგენლები, ვეტერანი კალათბურთელები, ფედერაციის მედია პარტნიორები, სპონსორები და მხარდამჭერები ესწრებიდნენ.

"პირველ რიგში, მსურს მივულოცო ბატონ გივის იუბილე. მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ქართული კალათბურთის განვითარებაში და სწორედ ამიტომ მივანიჭეთ სპორტის რაინდის წოდება. ვფიქრობ, რომ ჩვენი სპორტსმენების სათანადო დაფასება, ჩვენი წარსული არის იმის წინაპირობა, რომ შევქმნათ უფრო წარმატებული აწმყოც და მომავალიც.

ყველა კალათბურთელს თავისი დიდი წვლილი მიუძღვის და განსაკუთრებით იმ თაობას, ვინც თავის დროზე დიდება მოუტანეს ჩვენს კალათბურთს. დარწმუნებული ვარ, საკალათბურთო ოჯახის ერთიანობა საწინდარი გახდება იმისა, რომ  ჩვენი კალათბურთელები წარმატებულად იასპარეზებენ, როგორც ევროპის ჩემპიონატზე,  ასევე შემდგომ ჩემპიონატებსა და საერთაშორისო ტურნირებზე.

დარწმუნებული ვარ, ბატონი გივის და ყველა კალათბურთელის ოცნებას გავაჟღერებთ, თუ ვიტყვით, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ და ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ შემდგომში ჩვენი ნაკრები წარმოდგენილი იყოს ოლიმპიურ თამაშებზე." -
განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ვეტერანი კალათბურთელის დაჯილდოებისას.

პრეზენტაცია კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ გახსნა, რომელმაც გასული წლის სეზონი შეაჯამა და ყველაზე გამორჩეულ შედეგებს გაუსვა ხაზი. ჟურნალში თავმოყრილია გასულ სეზონში ჩატარებული ღონისძიებები, რომელსაც ფედერაციამ ორგანიზება გაუწია პარტნიორ კომპანიებთან  და მხარდამჭერებთან ერთად. "წლის წიგნი" ყოველწლიური ჟურნალია, რომელსაც კალათბურთის ეროვნული ფედერაცია უკვე მეხუთედ გამოსცემს.

აღსანიშნავია, რომ საიუბილეო თარიღთან დაკაშირებით გივი ბიჭიაშვილს ფულადი თანხა გადასცა ვახტანგ ნაცვლიშვილმა.

მიხეილ გაბრიჩიძე: „ვფიქრობ, გასული წელი ქართული კალათბურთისთვის ძალიან საინტერესო წელი იყო. ეს არის მეოთხე გამოცემა ჩვენი ბროშურის, სადაც მოთავსებულია ყველა ის ინფორმაცია რაც დაკავშირებულია საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის შარშანდელი სეზონის აქტივობასთან. ჟურნალის ვიზუალური მასალა წარმოდგენილია სხვადასხვა ფორმაში და განსაკუთრებით საინტერესოა სტატისტიკური მასალა, რომლის მოძიება გარდა საბეჭდი ვარიანტისა სპორტის გულშემატკივრებს ასევე ჩვენს საიტზეც შეუძლიათ."

გივი ბიჭიაშვილი: „ჩემთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ამ დიდი მარათონის გავლის შემდეგ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ დამაჯილდოვა სპორტის რაინდის წოდებით. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და რაც მთავარია ყურადღებაა მათი მხრიდან და დაფასება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კიდევ ერთხელ სამინისტროს ხელმძღვანელობას და ყველას ვინც მე მგულშემატკივრობდა."

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 თებერვალი 28
სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზასა" და კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას შორის თანამშრომლობა გრძელდება.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 თებერვალი 17
გიორგიმ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 33:27 წუთში 16-დან 8 ორქულიანი და 14-დან 11 საჯარიმო ჩააგდო, 27 ქულას კი 7 მოხსნა (3 შეტევაში), 1 ჩაჭრა და 1 დაფარება წაამატა
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 თებერვალი 07
2017 წლის ბოლოდან ფიბა სრულიად ცვლის საკონტინენტო და მსოფლიო ჩემპიონატების სისტემას. ცვლილება შეეხება როგორც ტურნირების გამართვის პერიოდულობას, ასევე მასში მოხვედრის სისტემას.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 თებერვალი 01
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის დიდი აღიარება. „მორაბანკ ანდორას" ქართველი ლეგიონერი, გიორგი შერმადინი ევროპის საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო საკალათბურთო ლიგის თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 იანვარი 30
სუპერლიგის 2017 წლის „ყველა ვარსკვლავის" მატჩი-აქცია საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა, რომელიც ფრედ - 128:128 დასრულდა.