სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

Junior NBA-GBF ლიგა იწყება

თარიღი: 2017 მაისი 16



Junior NBA-GBF ლიგა იწყება.

იხილეთ ვიდეო

კალენდარი შედგენილია და პასიფიკისა(ქუთაისი) და სამხრეთ-დასავლეთის (ბათუმი) დივიზიონებში ტურნირი სტარტს 17 მაისს აიღებს. პერიოდულად, სტარტს აიღებს თამაშები დანარჩენ 4 - ატლანტიკის (თბილისი), სამხრეთ-აღმოსავლეთის (თელავი), ჩრდილო-დასავლეთის (კასპი) და ცენტრალურ (რუსთავი) დივიზიონებში. ტურნირის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას ჩვენს ვებ-გვერდზე: jr.gbf.ge -ზე მიიღებთ, სადაც ოპერატიულად განთავსდება კალენდარი, გამართული მატჩების შედეგები და ფოტო-ვიდეო მასალები. 

შეგახსენებთ, რომ  Junior NBA-GBF ლიგა რიგით მეორე გათამაშებაა. შარშანდელის მსგავსად, ტურნირში წლეულსაც 30 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და გათამაშების სისტემა ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ანალოგიური იქნება. ჯგუფებიდან საუკეთესო 2-2 გუნდი პლეი ოფში გავა. მათ დაემატება კონფერენციების (დასავლეთი და აღმოსავლეთი) მიხედვით დივიზიონის 2-2 საუკეთესო მესამეადგილოსანი და ჯამში 16 გუნდი ჩემპიონობისთის ბრძოლას პლეი ოფიდან გააგრძელებს.

Junior NBA-GBF ლიგის ჩემპიონი ივნისის თვეში გამოვლინდება. მანამდე კი შეგიძლიათ ამ საინტერესო ლიგას მატჩებზე დასწრებასთან ერთად ჩვენი ვებ-გვერდის jr.gbf.ge-ის  საშუალებითაც უგულშემატკივროთ.

WWW.SUPERLEAGUE.GE

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 მაისი 15
ზაზა ფაჩულიამ „გოლდენ სტეიტის" შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩი ითამაშა. ოკლენდური გუნდისთვის მიმდინარე სეზონის ყველაზე პრინციპულ, დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველ მატჩში, ქართველმა ცენტრმა 11 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა, რითც დიდად დაეხმარა თავის გუნდს, რომელმაც 25-ქულიანი ჩამორჩენა გაუბათილა „სან ანტონიოს" და საბოლოოდ 113:111 იმარჯვა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 მაისი 08
ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში ჩტარებული მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრის შემდეგ დამტკიცდა ტურნირის კალენდარი.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 მაისი 03
საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრის - ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტ უორიორზმა" ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალურ სერიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 მაისი 01
საქართველოს თასის მფლობელი საკალათბურთო კლუბი „ქუთაისი 2010" გახდა. შარშან წაგებული ფინალის შემდეგ იმერულმა კლუბმა ამჯერად მოახერხა „დინამოს" დამარცხება და სეზონის ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ ტიტულს დაეპატრონა.