სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ილიას ზუროსმა ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

თარიღი: 2017 ივნისი 06

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ნაკრების გაფართოებული  შემადგენლობა გამოაქვეყნა. ბერძენმა სპეციალისტმა გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად შეკრებაზე ახალგაზრდებსაც უხმო.

ეროვნული გუნდის კანდიდატთა სიაში 17 კალათბურთელია შესული, თუმცა, შესაძლებელია, ეს რიცხვი გაიზარდოს. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღეში „ბ" ნაკრები იკრიბება, რომლის რამდენიმე წევრიც ეროვნულ გუნდში მოიაზრება. „ბ" ნაკრები 26 ივნისიდან 15 ივლისამდე ჩინეთში, საერთაშორისო ტურნირებში მიიღებს მონაწილეობას და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება მის წევრთა ეროვნულ გუნდთან შეერთების საკითხი. 

გაფართოებული შემადგენლობაში ძირითადი ბირთვი ნაკრების გამოცდილი და უცვლელი წევრები არიან, ხოლო დანარჩენებს სხვადასხვა დროს უთამაშიათ ევროვნულ გუნდში, ანაც კანდიდატთა შორის ყოფილან. გაფართოებული სიის ერთადერთი მოთამაშე,  რომელიც არასდროს ყოფილა ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული, 17 წლის გოგა ბითაძეა. ეს კალათბურთელი სერბულ "მეგა ბიმაქსში" თამაშობს, 211 სანტიმეტრი სიმაღლისაა და წლევანდელი ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ითამაშა და შედეგიანობით ფინალური ტურნირზე საუკეთესო იყო. ბითაძე 14-24 ივლისს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის "ბ" დივიზიონში დაეხმარება, რისი დასრულების შემდეგაც ახალგაზრდა ცენტრი ეროვნულ გუნდს სლოვენიაში შეუერთდება. 

წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული გუნდის 17-კაციან, გაფართოებულ სიას: 

 

 

www.gbf.ge

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 20
19 სექტემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის (BCL) პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართა, სადაც საქართველოს ჩემპიონი თბილისის "დინამო" ესპანურ "ხუვენტუტს" დაუპისპირდა და 60:72 დამარცხდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 15
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ზაბახიძე ფიბას 2019 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ტურნირის გენდირექტორად დაინიშნა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 15
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობათა დირექტორი, ფიბას კომისარი მერაბ რატიშვილი ამიერიდან ფიბას ახალი პოზიციის - ფიბას ტექნიკური დელეგატის ლიცენზიის მფლობელია.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 12
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, დუდა სანაძე კარიერას იტალიის უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 08
ესპანეთის ქალაქ  ვიტორიაში „სასკი ბასკონიას" კემპი მიმდინარეობს, სადაც 16 მოზარდი კალათბურთელი მონაწილეობს.