სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფაჩულიას და ''გოლდენ სტეიტს'' ნბა-ს ჩემპიონობამდე 1 მოგება აშორებთ (ვიდეო)

თარიღი: 2017 ივნისი 08

„გოლდენ სტეიტ უორიორსმა" ნბა-ს ფინალური სერიის მესამე, გასვლითი მატჩიც მოუგო ლებრონ ჯეიმსის „კლივლენდს" და სერიაში 3:0 დაწინაურდა. ამით, ზაზა ფაჩულია 1 ნაბიჯით მიუახლოვდა ჩემპიონობას. მართალია, გოლდენსტეიტელთა ქართელი ცენტრი დღევანდელ მატჩში შედეგიანობით ვერ გამოირჩა, თუმცა მისმა გუნდმა იმარჯვა და მთავარიც ეს არის.

მატჩი ისე სრულდებოდა, თითქოს მასპინძელთა გამარჯვება გარდაუვალი იყო, თუმცა ბოლო 2-წუთნახევარში ოკლენდელებმა კევინ დიურანტის მექულეობით 5-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს და სწორედ ამ სხვაობით იმარჯვეს - 118:113. დიურანტმა საბოლოოდ 31 ქულა მოაგროვა. ერთით ნაკლები - 30 ქულით დაასრულა შეხვედრა კლეი ტომპსონმა, რომელმაც 6 სამქულიანი ჩააგდო, სტეფ კარიმ კი შეხვედრა 26 ქულით, 13 მოხსნითა და 6 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

ზაზა ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 13 წუთში 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართელმა ცენტრმა სამივე სროლა ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და ამდენჯერვე დაჯარიმდა. უქულოდ დაასრულა შეხვედრა კლივლენდელთა ცენტრმა ტრისტან ტომპსონმაც, ხოლო ლებრონ ჯეიმსმა შეხვედრა 39 ქულით, 11 მოხსნითა და 9 პასით დაასრულა.

მორიგი ფინალური მატჩი, რომლის მოგების შემთხვევაშიც „გოლდენ სტეიტი" ჩემპიონი გახდება, 10 ივნისს, კლივლენდში გაიმართება. 

www.gbf.ge

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ივნისი 22
22 ივნისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძესთან ერთად,  ნბა-სა და ევროპის კალათბურთის ოპერირების მთავარ დირექტორს ნილ მეიერს და "ჟუნიორ ნბა"-ს წარმომადგენლებს სამინისტროში შეხვდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ივნისი 13
ზაზა ფაჩულია მსოფლიოს ჩემპიონია! სწორედ ასე უწოდებენ ამერიკელები ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გამარჯვებულს და რეალურადაც ასეა: ნბა გახლავთ მსოფლიოს უძლიერესი ლიგა, სადაც თავი მოყრილი აქვთ პლანეტის საუკეთსო მოთამაშეებს. პირველად, ისტორიაში, ამერიკის ნაციონალური პროფესიული ლიგის გამარჯვებული გახდა ქართველი კალათბურთელი.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ივნისი 06
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ნაკრების გაფართოებული  შემადგენლობა გამოაქვეყნა. ბერძენმა სპეციალისტმა გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად შეკრებაზე ახალგაზრდებსაც უხმო. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ივნისი 02
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2017 წლის ფინალური სერია ისტორიულია საქართველოსთვის. სწორედ ამ წელს პირველად, ისტორიაში, პლანეტის უძლიერესი საკალათბურთო ლიგის ფინალში ქართველმა კალათბურთელმა იასპარეზა. ზაზა ფაჩულიამ დღეს ნბა-ს ფინალური სერიის პირველი მატჩი ჩაატარა და „გოლდენ სტეიტის" გამარჯვებაში საკუთრი, საკმაოდ სოლიდური წილი დაიდო.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 მაისი 29
„დინამო თბილისი" საქართველოს ჩემპიონია. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა  ფინალური სერიის მესამე მატჩი ქუთაისში მოიგო და დამოუკიდებელი საქართველოს ჩემპიონი მეოთხედ გახდა.