სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ზაზა ფაჩულია ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონია!

თარიღი: 2017 ივნისი 13


ზაზა ფაჩულია მსოფლიოს ჩემპიონია!

სწორედ ასე უწოდებენ ამერიკელები ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გამარჯვებულს და რეალურადაც ასეა: ნბა გახლავთ მსოფლიოს უძლიერესი ლიგა, სადაც თავი მოყრილი აქვთ პლანეტის საუკეთსო მოთამაშეებს. პირველად, ისტორიაში, ამერიკის ნაციონალური პროფესიული ლიგის გამარჯვებული გახდა ქართველი კალათბურთელი.

დღეს, გამთენიისას ზაზა ფაჩულიამ ის საჩემპიონო ბეჭედი მოირგო, რომელიც ოცნებად დარჩა ისეთი დიადი კალათბურთელებისთის, როგორებიც არიან: კარლ მელოუნი, ჩარლზ ბარკლი, ჯონ სტოქტონი, ელჯინ ბეილორი, დომინიკ უილკინსი, პატრიკ იუინგი, ალენ აივერსონი და სხვანი. ფაჩულიასთან ერთად ჩემპიონობა მოიპოვა ზემოთ ჩამოთვლილ უბეჭდო დიდ კალათბურთლთა სიაში აქამდე მყოფმა კევინ დიურანტმა, რომელიც დღევანდელი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახლდათ და დაჯილდოვების ცერემონიალზე პლეი ოფის MVP-ის ტიტულიც დაიმსახურა.

„გოლდენ სტეიტი" ფინალურ სერიაში 3:1 უგებდა ლებრონ ჯეიმსის „კლივლენდს" და შესანიშნავი შანსი ხელიდან არ გაუშვა. დიურანტის წინამძღოლობით, რომელმაც საბოლოოდ 39 ქულა მოიპოვა, ოკლენდელებმა 129:120 დაამარცხეს ლებრონის გუნდი და ჩემპიონები გახდნენ. ბოლო 3 სეზონში მხოლოდ ეს გუნდები იყვნენ ფინალში და გოლდენსტეიტელებმა პირველობა მეორედ იზეიმეს.

ჩემპიონობის მომტან მატჩში ქართელმა ცენტრმა 10 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 3 მოხსნა (ყველა მეტოქის ფარზე) და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ფაჩულიამ ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4-ჯერ დაჯარიმდა. ორმაგი დუბლი მიითვალა სტეფ კარიმ - 34 ქულა, 10 პასი. 20 ქულა ჰქონდა ანდრე იგუდალას, კლეი ტომპსონმა კი შეხვედრა 11 ქულით დაასრულა.

ზაზა ფაჩულიას მაქსიმალური შედეგი აქამდე პლეი ოფის მეორე რაუნდი, ანუ ლიგის საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრა იყო, რომელიც მან 9 წლის წინ "ატლანტა ჰოუქსის" შემადგენლობაში მოახერხა. ზაზამ ძლიერი 2015-16 წლების სეზონი ჩაატარა "დალსში", რის შემდეგაც საჩემპიონოდ მომართულ "გოლდენ სტეიტი" გადავიდა და დღეს მსოფლიოს ყველა კალათბურთელისთვის საოცნებო ნბა-ს საჩემპიონო ბეჭედი მოირგო.

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 14
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 02
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ დაიწყო მსაჯთა მოსამზადებელ კურსებზე მსურველების მიღება. ფედერაციის მოწვევით საქართველოში ჩამოსულია და მსაჯთა კავშირში „ეროვნულ ინსტრუქტორად" მუშაობს გამოცდილი სერბი სპეციალისტი დრაგან ნეშკოვიჩი, რომელიც მსაჯობის დაწყების მსურველებს სპეციალური პროგრამით მოამზადებს და არბიტრის კარიერის დაწყებაში დაეხმარება.    
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
გამორჩეული დღე ჰქონდა ზაზა ფაჩულიას. საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-კაპიტანმა ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის საჩემპიონო ბეჭედი მოირგო. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ოქტომბერი 18
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ევრობასკეტ 2021-ის ქვეჯგუფის მასპინძლობის სურვილი ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობასთან დააფიქსირა. მოგეხსენებათ, ფიბა-მ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა და ამიერიდან ევრობასკეტი 4 წელიწადში ერთხელ გაიმართება.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
ბერძენმა სპეციალისტმა, ილიას ზუროსმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. მოგეხსენებათ, გასული ევრობასკეტის შემდეგ ზუროსს კონტრაქტი ამოეწურა და დღეს, ბერძენ სპეციალისტთან ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რის განმავლობაშიც იგი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გაწვრთნის.