სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

JR.NBA-სთან თანამშრობლობა კიდევ უფრო მასშტაბური გახდება

თარიღი: 2017 ივნისი 22

"

22 ივნისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძესთან ერთად,  ნბა-სა და ევროპის კალათბურთის ოპერირების მთავარ დირექტორს ნილ მეიერს და "ჟუნიორ ნბა"-ს წარმომადგენლებს სამინისტროში შეხვდა. შეხვედრას სკალათბურთო სუპერლიგის დირექტორი გიორგი ზაბახიძე და ასევე მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მხარეებს შორის შეხვედრის მთავარი სასაუბრო თემა JR.NBA  - GBF ლიგა" გახლდათ, რომელიც საქართველოში უკვე მეორედ ტარდება.   

შეხვედრაზე შეჯამდა აღნიშნული ღონისძიების 2 სეზონი, რომელიც საქართველოში კალათბურთს კიდევ უფრო მასობრივსა და პოპულარულს ხდის.  ტურნირში ქვეყნის მასშტაბით წელს უკვე 1000-მდე მოზარდია ჩართული.

ტარიელ ხეჩიკაშვილი: "ჩვენს ამერიკელ სტუმრებთან ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გავმართეთ. მოხარულები ვართ, რომ JR.NBA-ს ლიგა სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოში და ამ პროექტში, ჯამში უკვე 1000-ზე მეტი ბავშვია ჩართული. ჩვენი საერთო თანამშრომლობა იმდენად წარმატებულია, რომ სამომავლოდ დაგეგმილი გვაქავს პროექტი კიდევ უფრო მასობრივი გავხადოთ და საქართველოს სხვადასხვა რეგიონი მოვიცვათ.

თანამშრომლობის ერთ-ერთი შემდეგი ეტაპი ნბა-ს აკადემიის ჩამოყალიბება იქნება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში კიდევ უფრი წარმატებული და ნიჭიერი ახალგაზრდების განვითარებას. ამ თაობის ახალგაზრდებს კი უკვე ნამდვილად მიეცემათ შესაძლობელობა ზაზა ფაჩულიას დონის წარმატებულ სპორტსმენებად ჩამოყალიბდნენ."

JR.NBA  -GBF ლიგის"  ფინალი 27 ივნისს გაიმართება. ფინალურ ეტაპზე  JR.NBA  ლიგის ხელმძღვანელობამ უზრუნველყო 450 ბავშვისთვის ნბა-ის გუნდების მაისურები და ბურთები,  საქართველოს მასშტაბით პირველად გაკეთდა კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად ვებ-გვერდი  www. jrnbaleague.ge   2005-2006-2007 წელს დაბადებული ბავშვებისთვის, სადაც მომხმარებელს  ჩემპიონატის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება შეუძლია.

ლიგის ფინალზე  საქართველოში ჩამოდიან  ნბა-ს მოთამაშეები, აგრეთვე საქართველოში პირველად წარსდგებიან  შოუ-ბატუტის ცნობილი შემსრულებლები.

„JR.NBA - GBF  ლიგის"  მხარდამჭერები არიან კალათბურთის რეგიონალური ფედერაციები და სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა სამინისტრო.



ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 21
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრა ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტ უორიორსსა" და „მემფის გრიზლის" შორის ანსამბლ „შვიდკაცას" მიერ შესრულებული აშშ-ის ჰიმნით გაიხსნა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 11
20 დეკემბერს, "Oracle Arena"-ზე გასამართ  ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს "გოლდენ  სტეიტი" და "მემფისი" დაუპირისპირდებიან ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშო ~Bubble Head" დარიგდება.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 05
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის „წლის წიგნის" პრეზენტაციას თბილისის „ივენთ ჰოლმა" უმასპინძლა. ქართული კალათბურთის საზოგადოება გაეცნო იმ საკალათბურთო ღონისძიებებს, რომლებსაც  კალათბურთის ფედერაციამ ორგანიზება გასული 4 წლის მანძილზე გაუწია. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 28
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სტუმრად სერბეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 105:87 დამარცხდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 14
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს