სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მინისტრმა 3x3 კალათბურთში თბილისის ტურის გამარჯვებულები დააჯილდოვა

თარიღი: 2017 ივლისი 10

საქართველოს ჩემპიონატი 3x3 კალათბურთში თბილისის შესარჩევი ტურით, ლისის ტბაზე გაიხსნა. ღონისძიების მხარდაჭერი გახლდათ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლის პირდაპირ ეთერში ტურნირის მიმდინარეობისას არაერთი ჩართვა განხორციელდა, ხოლო ფეისბუქის გვერდით თამაშების ლაივ-რეპორტაჟი მიმდინარეობდა.

ლისის ტბაზე ამოვიდნენ, ტურნირის მსვლელობას დაესწრნენ და სატელევიზიო ჩართვებში მიიღეს მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა და კანიდატებმა, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა. ნაკრების კალათბურთლებმა და ფედერაციის პრეზიდენტმა ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვადასხვა ტელე თუ რადიო გადაცემებში მიიღეს მონაწილეობა, რომელთა სტუდიებიც ლისის ტბის მიმებარე ტერიტორიაზე, საველე პირობებში იყო მოწყობილი.

ტურნირი "Cheerleader"-ების ცეკვით გაიხსნა. თბილისის ტურიდან საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 8 საუკეთესო გუნდი გადიოდა და შესაბამისად, აქტივობაც დიდი იყო. შეჯიბრში მთლიანობაში 30-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც 10 ქვეჯგუფში გადანაწილდნენ. პლეი ოფისთვის 16 საუკეთესო შეირჩა, რომლებმაც ბრძოლა მეთექვსმეტედფინალიდან გააგრძელეს.

თბილისის ტურში მონაწილეობას იღებდნენ როგორც მხოლოდ 3x3 კალათბურთის მოთამაშეები, ისე სუპერლიგის მონაწილეებიც. გამარჯვება სწორედ სუპერლიგელებით გალიერებულ გუნდ „Old school"-ს დარჩა, რომლის შემადგენლობაშიც „ქუთაისის" წევრი გიორგი ბარბაქაძე და მისი უფროსი ძმა - „სოხუმის" ფორვარდი დავითი გამოდიოდნენ.

ბარბაქაძეებთან ერთად თბილისის ტურის გამარჯვებული გუნდის - „Old school"-ის ღირსებას იცავდნენ „ა" ლიგის მოთამაშეები - რიჩარდ მათიაშვილი და რომან ტუკვაძე. მომავალმა გამარჯვებულებმა ფინალისკენ გზა ბრძოლაში გაიკვლიეს - პლეი ოფი პირველ წრეში L.R.G. 20:16 დაამარცხეს, შემდეგ „ბებერ არწივს" 19:13 სძლიეს, ხოლო ნახევარფინალში „არიქას" გამარჯვება ბოლო წუთზე გამოგლიჯეს - 13:10. ფინალამდე აკრობატებმა ბატუტ-შოუ გამართეს, რომლის შემდეგაც პარაკალათბურთელების საჩვენებელი მატჩი მოეწყო. პარაკალათბურთელებთან ერთად თამაშში 3x3-ზე კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გრიგოლ გურგენიძეც ჩაერთო.

ფინალში „Old school"-ს შეხვდა Jeo Group-ი - გუგა პატარაიას, ვახტანგ ჩქარეულის, ლევან ტუხაშვილისა და ირაკლი ქილიფთარის შემადგენლობით. ფინალმა მოლოდინი ვერ გაამართლა. ის დაძაბულობა, რომელიც მთელი პლეი ოფის განმავლობაში იგრძნობოდა, ფინალში მაყურებელმა ვერ იხილა. „Old school"-მა 9 ქულის სხვაობით - 21:12 სძლია Jeo Group-ს და თბილისის შესარჩევი ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ფინალში დამარცხებული Jeo Group-ი და თბილისის ტურის ჩემპიონი Old School-ი სპორტისა და ახალგარდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ დააჯილდოვეს. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ბარბაქაძე დასახელდა, რომელსაც სპეციალური პრიზი გადაეცა.

თბილისის ტურიდან ფინალურ ეტაპზე 8 საუკეთესო გუნდი გავიდა. ესენი არიან: Old school, Jeo Group, JI&JI, Splash, Team Z, Cheese, Old Eagle, არიქა. მომდევნო შესარჩევი ტურნირი 12 ივლისს, თელავში გაიმართება, რომელსაც მოყვება ბათუმის, ქუთაისისა და რუსთავის ტურები.

ფინალური ეტაპი, რომელშიც შესარჩევი ტურნირებიდან გამოსული 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, 22 ივლისს, „თბილისი მოლში" გაიმართება. 

WWW.GBF.GE

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 20
19 სექტემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის (BCL) პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართა, სადაც საქართველოს ჩემპიონი თბილისის "დინამო" ესპანურ "ხუვენტუტს" დაუპისპირდა და 60:72 დამარცხდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 15
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ზაბახიძე ფიბას 2019 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ტურნირის გენდირექტორად დაინიშნა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 15
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობათა დირექტორი, ფიბას კომისარი მერაბ რატიშვილი ამიერიდან ფიბას ახალი პოზიციის - ფიბას ტექნიკური დელეგატის ლიცენზიის მფლობელია.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 12
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, დუდა სანაძე კარიერას იტალიის უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 08
ესპანეთის ქალაქ  ვიტორიაში „სასკი ბასკონიას" კემპი მიმდინარეობს, სადაც 16 მოზარდი კალათბურთელი მონაწილეობს.