სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კალათბურთი: 20-წლამდელთა ნაკრები ევროჩემპიონატის 1/4-ფინალშია

თარიღი: 2017 ივლისი 19


საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის 1/4-ფინალში ასპარეზობა გაინაღდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა ჯგუფში ოთხიდან სამი მატჩი მოიგო და ბოლო სათამაშო დღის წინ პირველ ადგილზეა.

ქართველმა 20-წლამდელებმა C ჯგუფში ოთხი შეხვედრა ჩაატარეს: საწყის მატჩში ტურნირის მასპინძელ რუმინეთთან 51:63 მარცხის შემდეგ ზედიზედ მოუგეს მალტას - 90:69, მაკედონიას - 78:48 და ალბანეთს - 102:53. რუმინეთი დღეს ალბანეთს ხვდება და გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილზე გადაინაცვლებს, ქართველი 20-წლამდელები კი მეორე ადგილით შევლენ ფლეი-ოფში.

1/4-ფინალში ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდის მეტოქე, სავარაუდოდ, D ჯგუფის ლიდერი ხორვატია იქნება, რომელიც დღეს ჯგუფის ბოლოადგილოსანს მოლდოვას ხვდება.

14 ივლისი, 2017. ევროპის ჩემპიონატი, B დივიზიონი - C ჯგუფი. რუმინეთი, ორადეა, ანტონიო ალექსი
51:63 რუმინეთი
საქართველო:
დავით აფხაზავა (8 ქულა), დავით ლომიძე (10), ვილი ისიანი (1), ნიკა დარბაიძე, ლუკა გიორგაძე (4), გიორგი ქავთარაძე (3), გიორგი კორსანტია (4), ალექსანდრე ფევაძე, გოგა ბითაძე (15), ლევან გოგალაძე (6)
მწვრთნელი:
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
მსაჯები:
მილან ბრზიაკი (სლოვაკეთი), ხარალამპოს კარაკაცუნისი (საბერძნეთი), ალექსანდრ რომანოვი (რუსეთი)

1
5 ივლისი, 2017. ევროპის ჩემპიონატი, B დივიზიონი - C ჯგუფი. რუმინეთი, ორადეა, პ.კოზმას ეკონომიკური კოლეჯის დარბაზი
90:69 მალტა
საქართველო:
დავით აფხაზავა (5), დავით ლომიძე (3), ვილი ისიანი (10), ნიკა დარბაიძე (16), ლუკა გიორგაძე (4), გიორგი ქავთარაძე (3), გიორგი კორსანტია (18), ალექსანდრე ფევაძე (19), რატი ნუცუბიძე (4), გოგა ბითაძე (1), ლევან გოგალაძე (7)
მწვრთნელი:
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
მსაჯები:
ვოიცეხ ლიშკა (პოლონეთი), დავიდ კაბალე (ირლანდია), ალექსანდერ ეგერი (ავსტრია)

1
6 ივლისი, 2017. ევროპის ჩემპიონატი, B დივიზიონი - C ჯგუფი. რუმინეთი, ორადეა, ანტონიო ალექსი
78:48 მაკედონია
საქართველო:
დავით აფხაზავა (27), დავით ლომიძე (4), ვილი ისიანი (1), ნიკა დარბაიძე (5), ლუკა გიორგაძე, გიორგი ქავთარაძე (2), გიორგი კორსანტია (8), ალექსანდრე ფევაძე (11), რატი ნუცუბიძე, გოგა ბითაძე (17), ლევან გოგალაძე (3)
მწვრთნელი:
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
მსაჯები:
ანასტასიოს მანოსი (საბერძნეთი), აითუგ ექთი (თურქეთი), ნიკოლა პერლიჩი (ხორვატია)

1
8 ივლისი, 2017. ევროპის ჩემპიონატი, B დივიზიონი - C ჯგუფი. რუმინეთი, ორადეა, პ.კოზმას ეკონომიკური კოლეჯის დარბაზი
102:53 ალბანეთი
საქართველო:
დავით აფხაზავა (10), ლევან ბაბილოძე (12), დავით ლომიძე (21), ნიკა დარბაიძე (6), ლუკა გიორგაძე (5), გიორგი ქავთარაძე (2), გიორგი კორსანტია (9), ალექსანდრე ფევაძე (10), რატი ნუცუბიძე (13), გოგა ბითაძე (3), ლევან გოგალაძე (11)
მწვრთნელი:
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
მსაჯები:
მანუელ მაძონი (იტალია), ანდრადა ჩენდერი (რუმინეთი), ბერნარდ ვასალო (მალტა)

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 21
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრა ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტ უორიორსსა" და „მემფის გრიზლის" შორის ანსამბლ „შვიდკაცას" მიერ შესრულებული აშშ-ის ჰიმნით გაიხსნა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 11
20 დეკემბერს, "Oracle Arena"-ზე გასამართ  ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს "გოლდენ  სტეიტი" და "მემფისი" დაუპირისპირდებიან ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშო ~Bubble Head" დარიგდება.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 05
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის „წლის წიგნის" პრეზენტაციას თბილისის „ივენთ ჰოლმა" უმასპინძლა. ქართული კალათბურთის საზოგადოება გაეცნო იმ საკალათბურთო ღონისძიებებს, რომლებსაც  კალათბურთის ფედერაციამ ორგანიზება გასული 4 წლის მანძილზე გაუწია. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 28
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სტუმრად სერბეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 105:87 დამარცხდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 14
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს