სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კალათბურთი: სასკი ბასკონიას ტრადიციული კემპი დასრულდა

თარიღი: 2017 ივლისი 21



დღეს ვერის საკალათბურთო დარბაზში ოფიციალურად დაიხურა ესპანური სასკი ბასკონიას და  კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი კემპი, რომელშიც 75 პერსპექტიული მოზარდი მონაწილეობდა.

ღინისძიება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ შეაჯამეს.

„ძალიან ნაყოფიერი კემპი იყო, ყველაზე ძალიან კი ის მსიამოვნებს, რომ ესპანელმა მწვრთნელებმა ჩვენს ნორჩ კალათბურთელებს მაღალი შეფასება მისცეს. ეს კემპი რამდენიმე ეტაპს ითვალისწინებს და ახლა საუკეთესოები ესპანეთში გაემგზავრებიან, სადაც ფინალურ კურსს გაივლიან. ასეთი ღონისძიებები, კემპები ხელს უწყობს ჩვენი კალათბურთის განვითარებას. სასიამოვნოა, რომ ესპანურმა მხარემ საქართველოში საკალათბურთო აკადემიის დაარსების სურვილი გამოთქვა. სასიხარულოა, რომ ჩვენი სახელოვანი კალათბურთელის ზაზა ფაჩულიას მაგალითი, რომლის სახელობის აკადემია უდავოდ გამორჩეულია ჩვენი უცხოელი მეგობრებისთვის მისაბაძი გამოდგა", - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„უკვე მესამედ ჩატარდა სასკი ბასკონია კემპი და მე, როგორც კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და პირველ რიგში ქომაგს, ძალიან მიხარია, რომ ესპანური მხარის შეფასებით, საერთო დონე წლიდან წლამდე უმჯობესდება. ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება და დიდი იმედი მაქვს, ახლო მომავალში ჩვენს ახალგაზრდა კალათბურთელებს დაოსტატების და პროფესიული ზრდის უკეთესი საშუალებები ექნებათ", - განაცხადა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ.

სასკი ბასკონიას და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ერთობლივ კემპში 2001-2006 წლებში დაბადებული მოზარდი კალათბურთელები მონაწილეობდნენ. სასკი ბასკონია ესპანეთის პრიმერადივიზიონსა და ევროლიგაში მოასპარეზე კლუბ ლაბორალ კუჩას და ბავშვთა საკალათბურთო სკოლების მეპატრონეა. ამ სკოლაში აღზრდილი კალათბურთელები თამაშობენ როგორც ევროპის წამყვან, ასევე NBA-ს  გუნდებში.

თბილისურ კემპს ესპანელი მწვრთნელები უძღვებოდნენ. ისინი კემპში მონაწილე ქართველი მოზარდებიდან 16 საუკეთესოს შეარჩევენ, რომლებსაც აგვისტოში ესპანეთში, ქალაქ ვიტორიაში ლაბორალ კუჩას კემპზე წაიყვანენ და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შერჩეულ პერსპექტიულ ახალგაზრდებთან ერთად გენერალურ კემპს ჩაუტარებენ.

გენერალური კემპის შემდეგ შეირჩევიან  მოთამაშეები, რომლებიც ესპანეთში დარჩებიან და ლაბორალ კუჩაში ან ამ  კლუბთან დაახლოებულ სხვა კლუბებში გააგრძელებენ ვარჯიშს.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
ბერძენმა სპეციალისტმა, ილიას ზუროსმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. მოგეხსენებათ, გასული ევრობასკეტის შემდეგ ზუროსს კონტრაქტი ამოეწურა და დღეს, ბერძენ სპეციალისტთან ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რის განმავლობაშიც იგი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გაწვრთნის.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
1 ოქტომბერს საქართველოში საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით იხსნება.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 20
19 სექტემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის (BCL) პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართა, სადაც საქართველოს ჩემპიონი თბილისის "დინამო" ესპანურ "ხუვენტუტს" დაუპისპირდა და 60:72 დამარცხდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 15
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ზაბახიძე ფიბას 2019 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ტურნირის გენდირექტორად დაინიშნა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 15
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობათა დირექტორი, ფიბას კომისარი მერაბ რატიშვილი ამიერიდან ფიბას ახალი პოზიციის - ფიბას ტექნიკური დელეგატის ლიცენზიის მფლობელია.