სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოს ეროვნული ნაკრები 25 ივლისს რუსეთის სტუდენტურ ნაკრებს ესპარინგება (ვიდეო)

თარიღი: 2017 ივლისი 25

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მოსამზადებელ გეგმაში სიახლეა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი სლოვენიაში შეკრებაზე მყოფ რუსეთის სტუდენტურ ნაკრებს დაუპირისპირდება. ეს მატჩი საქართველოს ნაკრების მოსამზადებელ გეგმაში არ შედიოდა, თუმცა რუსეთის სტუდენტური ნაკრები სლოვენიაში შეკრებას გადის და 28 ივლისს სლოვენიელთა ეროვნულ გუნდს გაეჯიბრება, მანამდე კი, მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს ნაკრებს შეხვდება. 

რუსებთან შეხვედრა დახურული, სავარჯიშო ტიპის იქნება. არ იწარმოებს სტატისტიკა და მწვრთნელები კალათბურთლების განაცხადში შეყვანაში შეზღუდულები არ იქნებიან. საქართველოსა და რუსეთის სტუდენტური ნაკრების სპარინგ-მატჩი მატჩი ხვალ, 25 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება დღევანდელ ვარჯიშს, დილას ჩვენი ნაკრების წევრებმა ტრენაჟორებზე ივარჯიშეს და ფიზიკური დატვირთების შემდეგ 1 საათის განმავლობაში მხოლოდ ბურთის სროლაში ივარჯიშეს. დღეს, თბილისის დროით 21:00 სააათზე დაიწყება მეორე ვარჯიში, რომელზეც ძირითადად სათამაშო კომბინაციების დამუშავება მოხდება.

 

www.gbf.ge

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 21
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრა ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტ უორიორსსა" და „მემფის გრიზლის" შორის ანსამბლ „შვიდკაცას" მიერ შესრულებული აშშ-ის ჰიმნით გაიხსნა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 11
20 დეკემბერს, "Oracle Arena"-ზე გასამართ  ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს "გოლდენ  სტეიტი" და "მემფისი" დაუპირისპირდებიან ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშო ~Bubble Head" დარიგდება.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 05
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის „წლის წიგნის" პრეზენტაციას თბილისის „ივენთ ჰოლმა" უმასპინძლა. ქართული კალათბურთის საზოგადოება გაეცნო იმ საკალათბურთო ღონისძიებებს, რომლებსაც  კალათბურთის ფედერაციამ ორგანიზება გასული 4 წლის მანძილზე გაუწია. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 28
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სტუმრად სერბეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 105:87 დამარცხდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 14
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს