სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კალათბურთი: ეროვნული ნაკრების ოფიციალური ფან-კლუბი დაფუძნდა

თარიღი: 2017 ივლისი 28


დღეს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების ოფიციალური ფანკლუბი დაფუძნდა. ღონისძიებას ნაკრების ყოფილი მოთამაშეები, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები და გულშემატკივრები დაესწრნენ.

ეროვნული გუნდის ფან-კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებლის, საკალათბურთო კლუბ სოხუმის მთავარი მწვრთნელის ვაჟა კვარაცხელიას განცხადებით, კლუბში გაწევრიანება 25 სექტემბრიდან დაიწყება, მანამდე კი, ევროპის ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად, არაერთი საინტერესო აქცია მოეწყობა. ფან-კლუბის მთავარი მხარდამჭერი და პარტნიორი ტოტალიზატორი კროკობეთია.

„საქართველოში სპორტის ეს ლამაზი სახეობა - კალათბურთი სულ უფრო პოპულარული ხდება. მალე ევროპის ჩემპიონატი დაიწყება, სადაც ჩვენი გუნდიც მიიღებს მონაწილეობას. ჩვენ, ფან-კლუბის დამფუძნებლებს მიგვაჩნია, რომ გულშემატკივართა ოფიციალური კლუბის დასაარსებლად ეს შესანიშნავი მომენტია. მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერს და ყველა კარგ წამოწყებაში გვერდზე მდგომ კომპანია კროკობეთს. კარსმომდგარ ევროპის ჩემპიონატზე მოკრძალებული შემადგენლობით გავემგზავრებით, თუმცა არაერთ სიახლეს ვგეგმავთ და მჯერა, ჩვენი წევრების რაოდენობა სწრაფად გაიზრდება", - განაცხადა ვაჟა კვარაცხელიამ.

„ყოფილი მოთამაშე ვარ და შესანიშნავად ვიცი, რაც ნიშნავს სავსე დარბაზში ასპარეზობა. დარწმუნებული ვარ ჩვენი გუნდის წევრებისთვის ფან-კლუბის დაარსება დადებითი მუხტი იქნება - მათ ყოველთვის ემახსოვრებათ, რომ საქართველოში არის კლუბი, სადაც მათ საგულშემატკივროთ უამრავი ადამიანი იკრიბება. მადლობა ფან-კლუბის მესვეურებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საქმეს ჩაუყარა საფუძველი", - განაცხადა ეროვნული გუნდის ყოფილმა მოთამაშემ რამაზ გოგობერიშვილმა.

პრეზენტაციის მიწურულს წამყვანმა, პოპულარულმა საკალათბურთო კომენტატორმა ზურაბ თალაკვაძემ სტუმრებს კიდევ ერთხელ მიულოცა ნაკრების კაპიტნის ზაზა ფაჩულიას ბრწყინვალე გამარჯვება ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში და ევროპის ჩემპიონატის ლოგოებით დამშვენებული მაისურები, კეპები და სუვენირები უსახსოვრა.

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხედ იასპარეზებს. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი B ჯგუფში მოხვდა და ისრაელში ითამაშებს.

საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 31 აგვისტოს ლიტვასთან გამართავს, 2 სექტემბერს გერმანიას გაეჯიბრება, მომდევნო დღეებში კი უკრაინას (03.09), ისრაელს (05.09) და იტალიას (06.09) შეხვდება. მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში (საამისოდ პირველ ოთხეულში მოხვედრაა საჭირო) გუნდი თურქეთში გადაინაცვლებს.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
ბერძენმა სპეციალისტმა, ილიას ზუროსმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. მოგეხსენებათ, გასული ევრობასკეტის შემდეგ ზუროსს კონტრაქტი ამოეწურა და დღეს, ბერძენ სპეციალისტთან ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რის განმავლობაშიც იგი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გაწვრთნის.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
1 ოქტომბერს საქართველოში საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით იხსნება.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 20
19 სექტემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის (BCL) პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართა, სადაც საქართველოს ჩემპიონი თბილისის "დინამო" ესპანურ "ხუვენტუტს" დაუპისპირდა და 60:72 დამარცხდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 15
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ზაბახიძე ფიბას 2019 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ტურნირის გენდირექტორად დაინიშნა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 15
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობათა დირექტორი, ფიბას კომისარი მერაბ რატიშვილი ამიერიდან ფიბას ახალი პოზიციის - ფიბას ტექნიკური დელეგატის ლიცენზიის მფლობელია.